მსუყე თანხები, ჯეკპოტი და წამში შეცვლილი ცხოვრება - რას ჰყვებიან „ლოტო 6/36"-ის წამყვანები
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:16, 29 Mar, 2019     3089

„საქართველოს ეროვნული ლატარია“ საზოგადოებას ცხოვრების რადიკალურად შეცვლის შანსს აძლევს.

ერთი-ერთი პოპულარული გათამაშების – ლოტო „6/36“-ის პოზიტიური და ენერგიული წამყვანები თიკა ფაცაცია და ილო ბეროშვილი „პირველს“ უყვებიან, როგორია საქართველოს ეროვნულ ლატარიასთან ერთად გატარებული 1 წელი და რა ემოციასთან არის დაკავშირებული ჯეკპოტის გათამაშება.

როგორი იყო თქვენთვის 1 წელი „საქართველოს ეროვნულ ლატარიასთან“ ერთად?

თიკა ფაცაცია: ძალიან სწრაფად გავიდა 1 წელი. სიხარულისგან ძალიან ბევრი წივილ-კივილი მოგვიწია. სტუდიაში ყველა ჩვენი დგომა შედეგიანია, ხალხი იგებს და, შესაბამისად, ეს ძალიან დიდი მოტივაციაა.

ილო ბეროშვილი: ჯერ მარტო თიკას ნახვის გამოა ძალიან კარგი. თიკა ძალიან პოზიტიური და ენერგიულია. საიდანმე სულ რომ დაღლილი მოვიდე, თიკას დადებითი ენერგია ძალიან გადამდებია. გარდა ამისა, უმნიშვნელოვანესია, რომ მოგებით ვახარებთ ადამიანებს. შეიძლება ეს იყოს 3000, 2000 ან სხვა უფრო დიდი თანხა. ამ დროს წარმოვიდგენ, რომ ვიღაც ეკრანთან ზის, გვიყურებს და იგებს ჯეკპოტს. ჯეკპოტის მოგებაზე სტუდიას სიხარულისგან წრეები დავარტყით, იმდენად გამიხარდა, პირადად გავიცანი ის ადამიანი პირველი ჯეკპოტის გათამაშების შემდეგ. საქართველოს ეროვნული ლატარია ძალიან ბევრ გაჭირვებულ ადამიანს დაეხმარა სხვადასხვა აქტივობით. კარგი და პოზიტიური ამბის ნაწილად ვგრძნობ თავს.

როგორია ემოცია, როცა გადაცემა მიგყავთ და გამარჯვებულს ეუბნებით, რომ მან თანხა მოიგო?

ილო ბეროშვილი: მე პირადად „მეცხრე ბლოკივით“ თიკაზე ვარ მიერთებული. იმდენად დიდი ემოციაა, ზუსტად ვერ ვამბობ, რა შეიძლება დავარქვა.

თიკა ფაცაცია: ეს არის 7-წუთიანი გადართვა. ზოგჯერ შესაძლოა, არ ვიყოთ განწყობაზე, მაგრამ, როცა წინ პოზიტიური ამბები გველის და ეს ჩვენი გავლით უნდა მოხდეს, ეს ინფორმაცია ავტომატურად გვაძლევს სტიმულს, რომ ადამიანებს განწყობა ავუმაღლოთ.

ჯეკპოტი ორჯერ გათამაშდა, რა ემოციაა, როცა ადამიანს ეუბნებით, რომ გამარჯვებულია?

თიკა ფაცაცია: როცა „საქართველოს ეროვნული ლატარიის“ ისტორიაში პირველი ჯეკპოტი გათამაშდა, მარტო ვიყავი სტუდიაში. ბოლო წამს მითხრეს, რომ ვიღაცამ ჯეკპოტი მოიგო, ვკიოდი, იმდენად მიხაროდა. სხვის ცხოვრებას რადიკალურად ცვლი. ერთი მოცემულობიდან მეორე მოცემულობაში გადაგყავს, ეს არის ფანტასტიკური შეგრძნება.

ილო ბეროშვილი: წარმომიდგენია, მესიჯი რომ მოგდის: „თქვენ დაგერიცხათ 857 007 ლარი“. გული გამისკდებოდა. სათქმელად ეს ძალიან იოლია, თუმცა გასააზრებლად ძალიან ძნელია, რომ ამხელა თანხა მოიგე. ეს ძალიან დიდ ემოციებთან არის დაკავშირებული.

როგორი პარტნიორები ხართ? რამე კურიოზულს ხომ ვერ გაიხსენებთ?

ილო ბეროშვილი: სულ კურიოზია და სულ ვხალისობთ. ძირითადად საგრიმიოროში და ძირითადად მე ვურევ ხოლმე. ერთი პერიოდი ნაძვის ხეს ვესაუბრებოდი თიკას მაგივრად. იმდენად შეჩვეული ვარ თიკას. ისეთი განსაკუთრებული არაფერი ყოფილა, რადგან ძალიან ოპერატიულად და სწრაფად უნდა წავიყვანოთ. ძალიან მობილიზებული ხარ და არ გეძლევა იმის საშუალება, რომ რამე კურიოზი დაგემართოს.

თიკა ფაცაცია: არა, იმიტომ რომ ჩვენ გვყავს ძალიან მაგარი ადამიანი, რომელიც გვმართავს. ჩვენი მაია გუნაშვილი. ის ჩვენ სნაიპერს გვეძახის, მაგრამ სინამდვილეში ის არის სნაიპერი.

ილო ბეროშვილი: სნაიპერები იყავითო, რომ გვეტყვის, მაგ დროს ვხვდებით, რომ ხუთიანი გვაქვს დაწერილი.

თქვენ თუ თამაშობთ ან თუ გითამაშიათ?

თიკა ფაცაცია: როგორც გვითხრეს, ჩვენ არ გვაქვს თამაშის უფლება. თუმცა ჩემი ოჯახის წევრები თამაშობენ, მაგრამ ჯერ არ მოუგიათ.

ილო ბეროშვილი: მადლობა უნდა ვუთხრა „საქართველოს ეროვნული ლატარიის“ IT სპეციალისტებს, რომლებიც ძალიან კარგად მუშაობენ. ტექნიკური ჯგუფი ძალიან გამართულია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ სფეროში.

ასევე, ვულოცავ „საქართველოს ეროვნულ ლატარიას“ ონლაინგათამაშება „ფარაონთა საგანძურს“, ძალიან მაგარია, რომელიც ექსკლუზიურად საქართველოში დამზადდა.

რას უსურვებთ „საქართველოს ეროვნული ლატარიის“ მოთამაშეებს?

თიკა ფაცაცია: ძალიან ბევრ მოგებას ვუსურვებ. ლატარიის მესვეურები მეუბნებიან, მარტო ვერ დაგტოვებთ, ყველაფერს გაათამაშებო. ერთი სული მაქვს, შემდეგი ჯეკპოტი გათამაშდეს და მოიგონ. მინდა ყველამ დიდი თანხა მოიგოს.

ილო ბეროშვილი: მე რატომღაც მინდა სიტყვა მილიონი ვთქვა. სხვა ქვეყნებში, მაგალითად, მექსიკაში... იქ, ცხადია, მოსახლეობაც გაცილებით მეტია, ვიდრე ჩვენთან. შესაბამისად, შეიძლება უკიდურესად გაჭირვებულმა ადამიანმა 105 მილიონი მოიგოს. მინდა, რომ მოგება მილიონზე ავიდეს და გასცდეს. მილიონს რომ გადასცემს და დაერიცხება, აი, ამის მუღამი მაქვს.

თიკა ფაცაცია: ყველაფერი მიხარია, რაც ნულს უკავშირდება, სამიდან ექვსამდე.

ლოტო „6/36-ის გათამაშება ყოველ სამშაბათსა და პარასკევს რუსთავი 2-ის ეთერში 9-საათიანი კურიერის დაწყებამდე იმართება. ბილეთების შეძენა კი შესაძლებელია მთელი საქართველოს მასშტაბით საქართველოს ეროვნული ლატარიისა“ და საქართველოს ფოსტის სერვისცენტრებში, ლოტოს დაბრენდილ ჯიხურებში, ასევე, ონლაინ, კომპანიის ვებგვერდზე: www.lotto.ge.

გახსოვდეთ
, იგებს ის, ვინც თამაშობს, მოგება კი შეუძლია ყველას!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42