პატიმარი: ბედუკაძემ გამაფრთხილა ხმამაღლა არ მელაპარაკა
საზოგადოება - 21:02, 25 Sep, 2013     2482

გლდანის #8 სასჯელაღსრულებით დაწესებულების პატიმარმა, TV3-ის გადაცემაში "დიდი პოლიტიკა" წამების იმ მეთოდებზე ისაუბრა, რისი ატანაც პატიმრებს მრავალი წლის მანძილზე უწევდათ:

„როდესაც ციხეში შემოვედი, სამორიგეოში დამხვდა ლადო ბედუკაძე, მე მას არ ვიცნობდი, ვუთხარი, რომ დიაბეტი მაქვს და ვთხოვე რომ კამერაში ავეყვანე, მან გამაფრთხილა, რომ ხმამაღლა არ მელაპარაკა რადგან საშინელი წამებები იყო, ვუთხარი რომ სპეციალურად მოაგზავნეს ჩემთან, მან უარყო და მითხრა რომ ყველაფერი მალე შეიცვლებოდა, ათ დღეში უფროსი შეიცვალა, მეტსახელად "ქილერა", საშინელი წამებები დაიწყო.

მე მცემეს, საშინლად მაწამეს. სტატიაც გამოვაქვეყნე 2013 წლის ივნისში, ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ პროკურორი მოვიდა, მაგრამ არავითარი რეაგირება არ მომხდარა.

უფროსის შეცვლის შემდეგ, შემიყვანეს კაბინეტში, მითხრეს თუ ვითანამშრომლებდი გამიშვებდნენ თუ არადა თავზე დამაშარდავდნენ. ეზოში იყო ორმო, აქ ჰყავდათ თავლებახვეული პატიმარი, რომელსაც ქონების გადაფორმებას სთხოვდნენ და თან აშარდავდნენ. მეუბნებოდნენ, რომ მეც იგივე დამემართბოდა. ეს ყველაფერი ციხის ბევრმა თანამშრომელმაც კი არ იცოდა.

ადგილი ჰქონდა ფიზიკურ და მორალურ წამებასაც. აბაზანაში შვიდ წუთზე მეტს არ გვაჩერებდნენ და ისიც კვირაში მხოლოდ ერთხელ. 26 მაისის შემდეგ განსაკუთრებით აწამებდნენ პატიმრებს. თუ ერთი დააშავებდა რამეს, ყველას ცალ ფეხზე გვაყენებდნენ. გვეკუთვნოდა სეირნობის ერთი საათი და 10 წუთზე მეტს არ გვაჩერებდნენ, მეხუთე სართულზე კი სირბილით ასვლას გვაიძულებდნენ.

პროკურატურა ამაზე არავითარ რეაგირებას არ აკეთებს. ბაჩო ახალაია ხომ არ ეუბნებოდა ამათ, რომ ათ კაცს ერთი ბოთლი წყალი დაუტოვე მარტოო? ეს ყველაფერი არ დაუვალებია ბაჩო ახალაიას და ადეიშვილს, ისინი სხვა სისხლში არიან გასვრილნი, მე ვეკითხები კბილაშვილს და ივანიშვილს, ხომ დაგვპირდნენ რომ სამართლიანობა აღსდგებოდა? რატომ არ გვაქცევენ ყურადღებას? ბატონო ბიძინა, თქვენ ქართველი ხალხის წინაშე მოვალეობები გაქვთ შესასრულებელი", - განაცხადა პატიმარმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42