„თვალებს არ დავუჯერე... თმააწეწილი ბიძინა იდგა... სეიფს ვეცი იარაღის ასაღებად...“ - რას ჰყვება ირაკლი ოქრუაშვილი
სოც.მედია - 14:26, 29 Mar, 2019     17488
თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ერთი ღამის „თავგადასავალს“ ჰყვება:

„ღამის სამ საათზე გამეღვიძა.

ინსომნია? არა, ეგ დიდი ხანია დავამარცხე. სიზმარმა გამაღვიძა.

მესიზმრა ვითომ კარებზე გაბმული ზარი იყო. ეგრევე წამოვხტი, კარებს ვეცი, ჭუჭრუტანა ჰქვია თუ გლაზოკი იმაში გაუხედავად გავაღე და თვალებს არ დავუჯერე. თმააწეწილი და მოუწესრიგებლად ჩაცმული ბიძინა იდგა.

ადექი, რა დროს ძილია, რუსები შემოვიდნენ და სადაცაა გორს დაიკავებენო. ხან გარდერობს ვეცი საველე ტანსაცმლისთვის, ხან სეიფს, იარაღის ასაღებად და სულ თავპირისმტვრევით ჩავიარე კიბეები.

ჩამოვედი და რას ვხედავ? მარტოა თავისი მაიბახით ისე, რომ მძღოლიც არ ყავს და საჭესთან თვითონ ზის. რას მიყურებ, ომია, დროზეო დამიყვირა და მეც შევხტი მანქანაში. იმანაც მიადგა გაზს. ვარაზისხევი "პროწივზე" ჩავიარეთ, სანაპიროზე უკვე 200 უჭირავს. ამასობაში თან იარაღს ვაწყობ, თან ტელეფონზე ბიჭებს ვურეკავ. ომარას ვერ ვაღვიძებ, აწრისხეველი ბალა ისეთი მთვრალია ვერაფერს ვაგებინებ, მერეთელი ტიკი უკვე მოუკლავთ წინა ხაზზე, იკოშვილს გამორთული აქვს. ამ დღეში ვარ, მოკლედ. ჩავუარეთ ვაშლიჯვარს და აღმაშენებლის ძეგლთან, რომ დაადგა მუხრუჭს ფეხი და "რუჩნოის", რომ ამოუწია, პარპრიზი თავით გავტეხე.

რას შვრები გრიგოლიჩ?, ეხლა გაჩერება იქნებოდამეთქი, სიმწრისგან შევუღრინე.

მომიბრუნდა, პირველი ტურის შემდეგ რა სახითაც ვნახეთ იმ სახით და მეუბნება: ომში სიგარეტი დაგვჭირდება, ფულის წამოღება დამავიწყდა და "მარი მარკეტში" ერთი ბლოკი ვინსტონი ნისიად გამოართვიო.

რომ დავაპირე ხელუკუღმა ავარტყავმეთქი და მაგ დროს გამეღვიძა.

რა გინდა შე ჩემი ცოდვით სავსე? ძილი მაინც მაცალე.“ - წერს ოქრუაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42