ფულის გათეთრება და ფინანსური დანაშაული - საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების ანგარიშში მოხვდა. ერთ-ერთი პუნქტი კი ბიტკოინებსა და კრიპტოვალუტას ეხება, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოში აღნიშნული კუთხით ზრდადი ტენდენცია შეიმჩნევა.
„ბიტკოინები და სხვა ვირტუალური ვალუტები ხდება ძალიან პოპულარული საქართველოში. უკანაკსნელმა საერთაშორისო კვლევამ აჩვენა, რომ საქრთველო არის პოპულარული ადგილი ვირტუალური ვალუტების მოსაპოვებლად. საქართველოს არ გააჩნია გამოცდილი ლაბორატორიები კიბერდანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად და ჰყავს მხოლოდ რამდენიმე კვალიფიციური და კომპეტენტური პროფესიონალი. საჭიროა ყურადღება დაეთმოს კიბერდანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად საჭირო ლაბორატორიების შექმნას“, - ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშში საუბარია ფულის გათეთრების საკითხზეც:
„საქართველოში არალეგალური შემოსავლის ძირითადი ნაწილი უკავშირდება საბანკო თაღლითობას, კიბერდანაშაულს, თანხების უკანონო მითვისებას. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ პარალელური ფინანსური გამოძიების ჩატარება დაიწყო ნარკოდანაშაულის საქმეებზე, მცირეა მყარი მტკიცებულებები იმის ვარაუდისთვის, რომ ნარკოვაჭრობიდან მიღებული არალეგალური შემოსავლის მნიშვნელოვანი მოცულობა თეთრდება ოფიციალური ფინანსური სისტემის გავლით. თუმცა, რადგან საქართველო მდებარეობს კონტრაბანდისთვის მნიშვნელოვან და კარგად ჩამოყალიბებულ დერეფანში, დიდი ალბათობით, ნაღდი ფულის კონტრაბანდა და ფულის გათეთრება ხდება. რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიები საქართველოს მთავრობის კონტროლის ფარგლებს გარეთაა და მონიტორინგს არ ექვემდებარება“, – აღნიშნულია ანგარიშში.
მასალის გამოყენების პირობები






