ნათია თურნავამ ევროპარლამენტში საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა
ბიზნესი & ეკონომიკა - 18:37, 28 Mar, 2019     3441

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში მიმდინარე ევროკავშირი - საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მერვე სხდომაში მონაწილეობს. ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი (EU-Georgia Parliamentary Association Committee) შედგება საქართველოს პარლამენტის წევრების და ევროკავშირის პარლამენტის წევრებისაგან. მისი მთავარი მიზანია, ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულების ზედამხედველობა და საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის ხელშეწყობა.

საკომიტეტო მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას, მინისტრის მოადგილემ ვრცლად ისაუბრა საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობაზე ენერგეტიკის სექტორის რეფორმირების მიმართულებით. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციას, აღნიშნულ პროცესში ევროკავშირის უფრო ძლიერი ჩართულობა კი უაღრესად მნიშვნელოვანია. ნათია თურნავას განცხადებით, მიმდინარე ენერგეტიკული რეფორმა საქართველოში მიზნად ისახავს ღია კონკურენტული ბაზრის ჩამოყალიბებას, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებას, ასევე მომხმარებლისთვის ენერგორესურსების უსაფრთხო მიწოდებას, ენერგოეფექტურობის ხელშეწყობას, განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებას და სხვა.

მინისტრის მოადგილემ ევროკავშირის პარლამენტის წევრებს გააცნო ენერგეტიკის სექტორში საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც მომზადდა საქართველოს ენერგეტიკულ კანონმდებლობაში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს მიერთებით აღებული ვალდებულებების იმპლემენტაციიდან გამომდინარე. მათ შორისაა, კანონპროექტი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ, ასევე ენერგოეფექტურობის, შენობების ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების შესახებ კანონპროექტები. მან ყურადღება გაამახვილა იმ მნიშვნელობაზე, რომელსაც ქვეყნის ხელისუფლება ანიჭებს ენერგეტიკული გაერთიანების ფარგლებში დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებს. ნათია თურნავას თქმით, მათი მეშვეობით შესაძლებელი გახდება საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში ევროპული სტანდარტების დამკვიდრება, რაც, პირველ რიგში, ადგილობრივ ენერგეტიკულ ბაზარს კიდევ უფრო ლიბერალურსა და კონკურენტუნარიანს გახდის.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, საკანონმდებლო პაკეტი უკვე მოწონებულია მთავრობის მიერ და განსახილველად პარლამენტს უახლოეს პერიოდში წარედგინება. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ჩარჩო კანონპროექტზე ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ, რომელიც ევროკავშირის ზემოხსენებული სამართლებრივი დოკუმენტების მოთხოვნებიდან გამომდინარე, მიზნად ისახავს: საქართველოში ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზით ვაჭრობის სფეროში თავისუფალი და კონკურენტული ურთიერთობების ხელშეწყობას და ბაზრების გახსნას, ასევე მიწოდების უსაფრთხოების მოთხოვნების სათანადო დაცვას.

ზემოხსენებული კანონპროექტით გათვალისწინებული რეფორმების თანახმად, ენერგეტიკული რესურსების მომხმარებელს ექნება საშუალება, არჩევანი გააკეთოს კონკურენტულ მიმწოდებლებსა და პირობებზე, რომლითაც მათგან შეიძენს ელექტროენერგიას ან/და ბუნებრივ გაზს. ნათია თურნავას განცხადებით, ეს საქმიანობა იქნება კონკურენტული და სრულიად დერეგულირებული. ამავდროულად, ელექტროგადამცემ და გაზის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული საქმიანობა, დარეგულირდება დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი კომისიის მიერ.

ამასთან, ხაზი გაესვა ევროკავშირთან საქართველოს ნაყოფიერ თანამშრომლობას, რის ფარგლებშიც კვლავ მიმდინარეობს მჭიდრო თანამშრომლობა „ევროკავშირი ენერგეტიკისთვის" (EU4Energy) პროგრამის მეშვეობით, რომელიც ერთ-ერთი შემადგენელი დამხმარე მექანიზმია ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთან სრულყოფილი წევრობიდან გამომდინარე. აღნიშნული კომპონენტი საკმაოდ მნიშვნელოვანია წარმატებული რეფორმებისა და ენერგეტიკული სექტორის გარდამავალი პერიოდის მდგრადი განვითარებისათვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42