Facebook-ი ასევე აცხადებს, რომ დაიბლოკება ე.წ. "თეთრ ნაციონალიზმის" შემცველი პუბლიკაციები. კომპანია ადრეც ბლოკავდა სეპარატიზმის, რასიზმის და მათი მხარდამჭერი შინაარსის განცხადებებს,თუმცა აღნიშნული ტერმინი პირველად იქნა გამოყენებული. სოცქსელის მესვეურები აცხადებენ, რომ დაიბანება ყველა განცხადება, რომელიც ე.წ. თეთრი რასის უპირატესობებებზე იქნება.
"Facebook"-ი ასევე პირობას დებს, რომ ქსელში ტერორისტული დაჯგუფებების მასალის აღმოჩენისა და დაბლოკვის მექანიზმებსაც გააუმჯობესებს.
აღნიშნული ცვლილებების განხორციელების გადაწყვეტილება მსოფლიოს უმსხვილესმა სოცქსელმა ახალ ზელანდიაში მომხდარი ტერაქტების შემდეგ მის მისამართით გამოთქმული კრიტიკის შედეგად მიიღო. შეგახსენებთ, რომ ტერორისტი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხალხის დახოცვის საზარელ კადრებს პირდაპირ ეთერში გადასცემდა.
აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ Facebook-ის დამფუძნებელი კონგრესში მოსმენაზე დაიბარეს, რის შემდეგადაც იგი სისტემატიურად აუმჯობესებს მომხმარებელთა პირადი მონაცემების დაცვის მექანიზმებს და ბლოკავს სხვადასხვა ხასიათის ძალადობის, სექსუალური და რასისტულ მასალას, ფეიკ-ნიუსებსა და მის გამავრცელებელ გვერდებსა და აქაუნთებს.
კერძოდ:
- 2018 წლის იანვარში Facebook-მა აკრძალა კრიპტოვალუტის რეკლამა. ეს აქტი იმით იყო მოტივირებული, რომ ხშირად მსგავსი ფინანსური პროდუქტები გამოიყენებოდა მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანის მიზნით.
- 2018 წლის დეკემბერში სოცქსელში აიკრძალა ღია სექსუალური ხასიათის გამოსაულებების დადება, სექსუალური სლენგი და ყველა სახის მოწოდებები სექსით დაკავების შესახებ, ისევე როგორც სექსუალურ პარტნიორთა ძიება. Facebook-მა ეს შეზღუდვა სექსუალური ძალადობის, სექს-ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლით ახსნა.
- 2019 წლის იანვარში სოცქსელმა აკრძალა უცხოელების მიერ პოლიტიკური რეკლამის განთავსება იმ ქვეყნებში, სადაც წელს არჩევნები იმართება. ეს შეეხო უკრაინას, ინდოეთს, ნიგერიასა და ევროკავშირის ქვეყნებს. მიზანი - უცხოელების ამომრჩეველთა აზრზე გავლენის შეზღუდვაა.
მასალის გამოყენების პირობები






