Global Finance-მა თიბისი ბანკი სავალუტო კონვერტაციების სერვისების საუკეთესო პროვაიდერად დაასახელა საქართველოში
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:25, 27 Mar, 2019     2580
„ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა, Global Finance თიბისი ბანკი საქართველოში 2019 წლის საუკეთესო პროვაიდერად დაასახელა სავალუტო კონვერტაციების სერვისების მიმართულებით.


საერთაშორისო აღიარება თიბისი ბანკმა ტრანზაქციების მოცულობის, ბაზრის წილის, გლობალური დაფარვის არეალის, მომხმარებლებისთვის შეთავაზებული გამორჩეული მომსახურების, კონკურენტული ფასებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების მიმართულებით მიღწეული წარმატებისთვის მოიპოვა.

წელს Global Finance-მა სავალუტო კონვერტაციების სერვისების საუკეთესო პროვაიდერი ფინანსური ინსტიტუტები უკვე მე-19-ედ დაასახელა მსოფლიოს 114 ქვეყანაში. დაჯილდოებისთვის სპეციალურად შერჩეულ ჟიურის წევრებს ეკონომიკის ანალიტიკოსები და ტექნოლოგიების ექსპერტები წარმოადგენდნენ.

„სავალუტო ტრანზაქციებთან დაკავშირებული ჯილდოები იმ ფინანსურმა ინსტიტუტებმა მიიღეს, რომლებმაც კარგი ანალიზისა და სწრაფი რეაგირების წყალობით შეძლებს მომხმარებლების მხარდაჭერა სავალუტო-საბაზრო ცვლილებებთან ადაპტირების მიმართულებით", - განაცხადა ჯოზეფ გიარაპუტომ, „Global Finance"-ის გამომცემელმა და სარედაქციო დირექტორმა.

საერთაშორისო ფინანსური ჟურნალი „Global Finance" 1987 წელს დაარსდა და ის 50,000-იანი ტირაჟით გამოიცემა მსოფლიოს 188 ქვეყანაში. „Global Finance"-ის მკითხველებს წარმოადგენენ ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საინვესტიციო და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაზე. ჟურნალის ვებ-გვერდზე (GFMag.com) გამოქვეყნებული სტატიები და ანალტიკური მასალა ასახავს 32-წლიან გამოცდილებას საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე და მკითხველს სთავაზობს მნიშვნელოვან ინფორმაციასა და მონაცემებს 192 ქვეყნის შესახებ. ჟურნალის მთავარი ოფისი ნიუ-იორკში მდებარეობს, მისი ფილიალები კი წარმოდგენილია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

Global Finance უკვე 20 წელზე მეტია ასახელებს მსოფლიოს საუკეთესო ბანკებს სხვადასხვა ნომინაციაში. წლების განმავლობაში, თიბისი ბანკს Global Finance-ისგან არაერთი ჯილდო აქვს მიღებული სხვადასხვა კატეგორიაში. საერთაშორისო გამოცემამ თიბისი ბანკი სავალუტო კონვერტაციების სერვისების საუკეთესო პროვაიდერად უკვე მესამედ დაასახელა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42