არასამთავრობო ორგანიზაცია "ემიგრანტთა იმედის" ხელმღვანელის ხაშურში, ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილ 32 წლის ქალზე წერს და საზოგადოებას სთხოვს, რომ მისთვის ილოცონ.
" რეანიმაციაში გადაიყვანეს ილოცეთ მასზე... ხალხოო ქალთა უფლებების შესახებ ღლიცინისა და აბუჩად აგდების უკან, გახსოვდეთ რომ დგას უამრავი ასეთი ისტორია. დღეს ახალგაზრდა ქალი გადარჩენისთვის იბრძვის! " - წერს შოთო სიხარულუძე.
ცნობისთვის, ახალგაზრდა ქალი, რომელიც ქმარმა დაჭრა ქირურგიის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
ქალი ქირურგიის ცენტრში ხაშურის საავადმყოფოდან გადაიყვანეს, სადაც ოპერაციული ჩარევა დასჭირდა.
33 წლის ქალს 6 ჭრილობა აღენიშნება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 10-109 მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ გულისხმობს, რაც 13-დან 17-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები






