"ბექუ, შენ შავ ჩოხაში და მელანო მძინარე მზეთუნახავი, გაყინული წევს კუბოში სადედოფლო თეთრ კაბაში...გავქვავდი..." - შოთო სიხარულიძის ემოციური წერილი
სოც.მედია - 17:29, 25 Mar, 2019     20937
ბათუმში,კლინიკა მედცენტრში გარდაცვლილ 29 წლის გოგოს, მელანო ფუტკარაძეს, "ემიგრანტების იმედის" ხელმძღვანელი შოთო სიხარულიძე ემოციურ წერილს უძღვნის.

"ჩვენს ქორწილში გელოდებოდით მე და მელანოო... ბექუ მთელი სხეული მეწვის იმის მერე რაც გულში ჩაგიკარი და მოგისამძიმრე შავი ჩოხა არ გიხდება ძმისგულო საშინლად არ გიხდება რავქნა... ჩემო თეთრო ღიმილის ბიჭო რით გიშველოოო... შენ შავ ჩოხაში და მელანო მძინარე მზეთუნახავი გაყინული წევს კუბოში სადედოფლო თეთრ ფითქინა კაბაში.... გავქვავდი....
ემიგრანტებო ის იწვა მშვიდი, ისეთი მშვიდი თითქოს
თითქოს იმქვეყნად ელოდნენ და იცოდა სად მიდიოდა...
ის იმდენად ლამაზი იყო, სანთლებთან ერთად ანათებდა...
თავთან დედა იჯდა, ოდნავ მოშორებით მამა ორივეს მზე ჩაუქრათ ერთადერთი შვილი მზე....
მილა კი იწვა, ლამაზი, ლამაზი, ლამაზი, ღმერთო ჩემო, როგორი ლამაზი და ანათებდა...
დღეს ყვავილების მდინარეს კუბო ცისკენ მიჰქონდა სადედოფლო მანქანით ბანტებ შებნეული...

უკანასკნელ გზაზე 28 წლის ანგელოზს ვაცილებთ.. დღეს შენს სხეულს მიაბარებენ მიწას. ალბათ ძალიან შეგცივდება, მაგრამ გვჯერა, რომ საქართველოს მზის პირველი სხივები გაათბობს შენს გაყინულ სხეულს და მარტოდ დარჩენილს გზა გაგინათდება. შენ ლამაზი, ძლიერი და ნიჭიერი იყავი, გამბედავი და პირდაპირი. შენ სხვისი ტკივილის გაგების საოცარი უნარი გქონდა, შენს მეგობრებს სურდათ, რომ ბედნიერად გეცხოვრა... დიდხანს, ძალიან დიდხანს. მეხივით გავარდა სამწუხარო ამბავი - მელანო ფუტკარაძის გარდაცვალების შესახებ. დამწუხრდა, დადუმდა შენი ოჯახი და მეგობრები". ეჰ ამაყად ამაყად და მხნედ აღარ ჩამოივლის სიმპათიური, ლამაზთვალება ქალბატონი. მოგვიკლეს ქალბატონი კისკისა რომელიც სულ იღიმოდა და ოჯახის შექმნაზე ქორწილისთვის ემზადებოდა ფიქრობდა რომ ის და ბექა ერთად ბედნიერად და ტკბილად იცხოვრებდა. დიდი ტკივილი და მოგონებები დაგვიტოვა. შენს ოთახში ყოველდღიურად დაანთებენ სანთელს და ცრემლიანი თვალებით გახედავენ ხოლმე შენგან ობლად დარჩენილ ყოველივეს. მილას სახით დაკარგეს მისმა ოჯახის წევრებმა მეგობრებმა და ახლობლებმა საყვარელი ადამიანი, რომელმაც თან წაიღო მათი გული და დატოვა გამოფიტული და დაცარიელებული. რა ძნელია, რომ შენ საყვარელ ადამიანს მიწას მიაბარებ და იქიდან დაბრუნდები მხოლოდ მოგონებების იმედად.
რჩება მხოლოდ საფლავი, ადგილი, სადაც ხშირად მოგიწევს სიარული, რადგან უნდა მოუყვე ყველაფერი დარჩენილ ცხოვრებაზე...
მელანოსნაირ მებრძოლი სულის, სიცოცხლისმოყვარული ადამიანისათვის ნაადრევი იყო ამქვეყნიდან წასვლა.
მსუბუქი იყოს მისი საფარველი! ნათელში მისი სული, ამინ!" - წერს შოთო სიხარულიძე და გოგონას ლექსსაც უძღვნის.


ეს რა სიმწარით დასთმეთ სამყარო,
მუდამ ფიქრი და დარდი,

მაგრამ სიკვდილმა არ მოგასვენა,

ჩამოგაფარა ჩადრი.

ეს რა შორი გზა ჩამოგივლიათ,

დღეს სადღეგრძელოს შევსვამთ.

ნიაღვარები მოგყვება ცრემლის,

ნათელში იყოს, ღმერთო მაღალო,

ქედმოდრეკილი გვედრი.

ყველა იღლება რთული ცხოვრებით,

ასე ყოფილა ბედი,

ეხლა სხვა არის შენი სამყარო,

გამორჩეული ხედი.

ჰოდა იყავით დამშვიდებული,

ნანას გიმღერით ქარი,

მწუხარედ მოსთქვამს რჩენილი მარტო,

გადატეხილი ქნარი...


ცნობისთვის, მელანო ფუტკარაძე მუცლის ტკივილებით ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში მიიყვანეს, სადაც ექოსკოპია გადაუღეს. სამი დღის შემდეგ საავადმყოფოდან გაწერეს. რის შემდეგაც გოგონას მდგომარეობა გაუარესდა.

პაციენტი მოგვიანებით მწვავე ტკივილებით „მედცენტრში“ გადაიყვანეს, სადაც უთხრეს, რომ ბრმანაწლავი იყო გახეთქილი, რამაც სეფსისი განავითარა და შეუძლებელი იყო გადარჩენა.მელანო ფუტკარაძე შაბათს დაკრძალეს.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42