აკაკი საღირაშვილმა საქართველოს საბანკო სექტორში საზღვაო ფინანსირების მოდელის დანერგვის ხელშეწყობის სემინარი გახსნა
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:20, 25 Mar, 2019     2210

საზღვაო დარგის მრავალფუნქციონალური მიდგომების განვითარებისა და ქართულ საბანკო სექტორში საზღვაო ფინანსების შესახებ სპეციფიკური ცნობადობის ამაღლებისმიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსორგანიზებით, სემინარი გაიმართა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ აკაკი საღირაშვილმაგახსნა სემინარი და აღნიშნა, რომქვეყნისთვის საზღვაო სფეროში არსებული სერვისების განვითარება ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მივაღწიეთ წარმატებას ამ დარგის ზოგიერთ სეგმენტში, არსებობს მიმართულებები, რომლებიც საქართველოში ჯერ კიდევ არ არის ათვისებული. სწორედ ამიტომ მოვიწვიეთ მსოფლიოში ერთ-ერთი პრესტიჟული სასწავლებლის- CASS-ის ბიზნეს სკოლის პროფესორი ნიკოს ნომიკოსი, რათა გაგვიზიაროს თავისი ცოდნა საზღვაო ფინანსირების მიმართულებაში. ჩვენი მიზანია მივიღოთ ევროპის ქვეყნების საუკეთესო გამოცდილება და ვფიქრობთ, რომ დღევანდელი ღონისძიება ხელს შეუწყობს პორტებში ახალი სერვისების დანერგვის პროცესს,“ - განაცხადა აკაკი საღირაშვილმა.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა სემინარში მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტს ალექსანდრე ძნელაძეს დაკომერციული ბანკების წარმომადგენლებს და განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირთან ერთად მუშაობს საზღვაო სტრატეგიაზე, რომლის ერთ-ერთი კომპონენტიც სწორედ საზღვაო ფინანსირებაა.„ვფიქრობთ, რომ ბანკებისთვის ძალიან საინტერესო იქნება აღნიშნული მოდელის გაცნობა. საზღვაო ინდუსტრია დღეს საკმაოდ სწრაფად ვითარდება საქართველოში და მთავრობის მიერ დაგეგმილ სხვა რეფორმებთან ერთად ქართული ბანკების დაინტერესება საზღვაო ფინანსირებით, კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ამ პროცესს“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

სემინარზე აღინიშნა, რომ საქართველოში საზღვაო ფინანსირება აუთვისებელ სეგმენტსწარმოადგენს და მიზანშეწონილია მისი განვითარება, რადგანაღნიშნული მიმართულების განვითარება ქვეყნისათვის ინვესტიციებისა და უცხოური ვალუტის შემოდინების მნიშვნელოვანი წყაროდ იქცევა და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საზღვაო ინდუსტრიის მდგრად განვითარებას.

საზღვაო ფინანსები არის საბანკო სექტორში შემავალი, კომპლექსური ფინანსური ინსტრუმენტების მქონე მიმართულება, რომელიც უზრუნველყოფს საზღვაო ინვესტიციების მოზიდვას. ეს არის მსოფლიოში მრავალი წლის მანძილზე აპრობირებული მეთოდი, რომელსაც წამყვანი ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები იყენებენ საზღვაო ინვესტიციების დასაფინანსებლად.საზღვაო ფინანსები სრულიად განსხვავდება ტრადიციული ფინანსებისგან და ამავდროულად მიიჩნევა ერთ-ერთ მაღალშემოსავლიან ბიზნესად.

სემინარზე დეტალურად განიხილება ისეთ მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: მსოფლიო ეკონომიკაში საზღვაო ინდუსტრიის როლი, მოთხოვნა-მიწოდების ანალიზი, საზღვაო ციკლებისა და ინდიკატორების გავლენა, საზღვაო სესხის სტრუქტურა და ანალიზი, პორტფოლიოს მართვა და სხვა მასთან დაკავშირებულ თემები და გემების ფინანსირების პირობების ნიმუშები.

სემინარს დაესწრნენ საქართველოს საბანკო სექტორის წარმომადგენლები. მასშიასევე მონაწილეობენსაზღვაო ფინანსებისა და ინვესტიციების საერთაშორისო დონის ექსპერტები:City University London-ის CASS-ის ბიზნეს სკოლის საზღვაო რისკების მართვის პროფესორი ნიკოს ნომიკოსის, ჰოლანდიური კომპანიის Zuyderzee Capital-ის მმართველი პარტნიორები ტიჯს სლავენბურგი დაჰენკ დიტეილორი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42