ავიაკომპანიას 1933 წელს დაფუძნდა და დღეისათვის, ის მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა მგზავრთა და სატვირთო გადაზიდვებში. 2004 წელს შეიქმნა წამყვანი საჰაერო სატრანსპორტო ჯგუფი Air France-KLM-ი. ამჟამად, Air France-ი KLM-თან ერთად ყოველდღიურად 2,300 რეისს ახორციელებს მსოფლიოს მასშტაბით. ავიაკომპანიათა ჯგუფის სამარშრუტო მიმართულებები მოიცავს 116 ქვეყანას და 314 ლოკაციას. გასულ წელს, Air France-KLM- მა 101.4 მილიონი მგზავრის გადაყვანა უზრუნველყო.
Air France-ი SkyTeam Alliance- ის წევრია, რომელიც 19 ავიაკომპანიას აერთიანებს და ერთგულ მომხმარებელს სთავაზობს Flying Blue-ს პროგრამას. პროგრამა წარმოადგენს დაგროვებით საბონუსე სისტემას, რაც Air France-ის მგზავრებისთვის დამატებით ბენეფიტს ქმნის. Flying Blue-ს პროგრამას, დღესდღეობით, 15 მილიონზე მეტი წევრი ყავს.
Air France-ი უდიდეს ყურადღებას უთმობს მგზავრების კომფორტსა და უსაფრთხოებას. მომხმარებლის მოთხოვნების შესწავლის გზით, ის მუდმივად ანახლებს და აუმჯობესებს სერვისს.
დღეისათვის, ავიაკომპანია მომხმარებელს სთავაზობს ყველაზე თანამედროვე ონლაინ სერვისებს და მაღალი ხარისხის მომსახურებას. გამოირჩევა ფრენის უსაფრთხოებისადმი ყველაზე მკაცრი დამოკიდებულებით.
Air France -ის ბორტზე მკაფიოდ იგრძნობა „art de vivre” (ფრანგული ცხოვრების ხელოვნება), რაც გულისხმობს თითოეული დეტალის დახვეწილობასა და მომსახურების განსაკუთრებულ მანერას.
მასალის გამოყენების პირობები






