"მე შევძელი ჩემი ქვეყნის სახელი გამეტანა მსოფლიოს წინაშე" - ლადო აფხაზავას პირველი კომენტარი, „გლობალ თიჩერ 2019“-ის დასრულების შემდეგ
სოც.მედია - 21:03, 24 Mar, 2019     3308
„გლობალ თიჩერ 2019“-ის ფინალისტი, სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლადო აფხაზავა, კონკურსის დასრულების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს.

"უღრმესი მადლობა ჩემო გულშემატკივრებო, ეს დღეები ძალიან დიდ ენერგიას ვგრძნობდი თქვენგან. ყველა თქვენთაგანის თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის. ეს საოცარი მხარდაჭერა და სიყვარული ყველაზე დიდი ჯილდოა ჩემთვის. ჩვენ ერთად შევძელით და მასწავლებლობა გამორჩეულ პროფესიად წარმოვაჩინეთ საზოგადოებისთვის.
ვულოცავ პიტერ ტაბიჩის 2019 მასწავლებლის გლობალური ჯილდოს მიღებას.
ის ნამდვილად გამორჩეული მასწავლებელი და პიროვნებაა და დღეს მისი გამოცდილება და სიტყვა ყველაზე მეტად სჭირდება სამყაროს.
მეც თავს გამარჯვებულად ვგრძნობ რადგან შევძელი მსოფლიოსათვის გადამეცა ქართველი მასწავლებლის სათქმელი მე მოვახერხე ჩემი ქვეყნის სახელი გამეტანა მსოფლიოს წინაშე.
ამიერიდან ჩემი ცხოვრება გარკვეულ წილად შეიცვლება და ჩემი მასწავლებლობის მიღმა ყველფერს გავაკეთებ. მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისთვის,როგორც საქართველოში ასევე მსოფლიო ასპარეზზე.

მე უკვე მიზნად დავისახე მეტი საერთოშაორისო ცოდნა და გამოცდილება მოვიზიდო საქართველოში და ამით ხელი შევუწყო უკეთეს განათლებას.
ამ გლობალურ მოძრაობაში გაერთიანებამ თვალნათლივ დამანახა, რომ მნიშვნელოვანია გლობალურ პროცესებში ჩართულობა და საერთაშორისო გამოცდილების მეტად გაზიარება.
კიდევ ერთხელ ვულოცავ პიტერს ამ აღიარებას!!!
ის აუცილებლად ჩამოვა საქართველოში!" - წერს აფხაზავა

ცნობისთვის, „გლობალ თიჩერ 2019“-ის ფინალი დღეს, დუბაიში გაიმართა გამარჯვებული კი კენიელი ფიზიკისა და მათემატიკის პედაგოგი , პიტერ ტაბიჩი გახდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42