არის უამრავი შემთხვევა, როცა ასეთი ბავშვი არის განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული - ილია მეორემ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები დალოცა
რელიგია - 14:53, 24 Mar, 2019     2628

სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები დალოცა.

"მინდა დავლოცო ეს ბავშვები და მათი მშობლები და ოჯახის წევრები. არ უნდა გაგიტყდეთ გული. არის უამრავი შემთხვევა როცა ასეთი ბავშვი არის განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული,"- თქვა ილია მეორემ.

პატრიარქმა ლოცვის ძალაზე ისაუბრა და აფხაზეთში მოღვაწეობის დროიდან ერთი შემთხვევა გაიხსენა.

"ყველას გილოცავთ მეორე კვირას დიდ მარხვისა. ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა. ნათელი ქრისტესი სულ სხვა არის, ვიდრე ჩვენ ვიცით. მე მახსენდება ჩემი აფხაზეთში ყოფნის დრო პატრიარქობამდე. რუსეთიდან ჩამოვიდა ერთი ახალგაზრდა, ეროვნებით ებრაელი. შემდეგ ავიდა უდაბნოში აფხაზეთის და იქ მოღვაწეობდა. ბერები მეუბნებოდნენ მე, რომ საოცრება ხდებაო. ეს ახალგაზრდა ჩამოვიდა და იმდენად დიდი იყო მისი სარწმუნოება და სიყვარული, რომ როცა ლოცვებს კითხულობდა, სხვა ბერები ნათელს ხედავდნენ მის თავზე. მე მეუბნებოდნენ, რომ ჩვენ არ ვეუბნებით და არ ვუმხელთო, რომ ეს ნათელი თავზე ადგას , რათა ამპარტავნების გრძნობა არ დაეუფლოსო.

მისი მამა ერთ-ერთ უნივერსიტეტში პროფესორი იყო. ის საშინელი ათეისტი იყო. ჩამოვიდა ჩემთან სოხუმში და ეძებდა თავის შვილს. მან მიამბო, თუ როგორ დაიწყო სარწმუნოებაში მოსვლა. ის ამბობდა, რომ ხელზე შემოხვეული აქვს ფსკვნილიო. ათეისტურ ოჯახშია გაზრდილი და ფსკვნილს ხმარობსო. და ამიტომ შევიყვანეთ ფსიქიატრიულ საავადმყოფოშიო. მთელს საბჭოთა კავშირში მისი ძიება იყო გამოცხადებული. მაგრამ ღვთის მადლით ის დარჩა მორწმუნე ქრისტიანი და დღესაც რუსეთში მოღვაწეობს. ეს მოგახსენეთ იმიტომ, თუ რა შეუძლება ლოცვას. ფერისცვალება ხდება ადამიანში ლოცვის შედეგად. ჩვენ ვმადლობთ უფალს რომ უფალი ჩვენთან არს“, - ბრძანა პატრიარქმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42