„საპარტნიორო ფონდსა“ და ჩინეთის განვითარების ბანკს შორის ხელშეკრულება გაფორმდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:09, 23 Mar, 2019     3252
„საპარტნიორო ფონდსა“ და „ჩინეთის განვითარების ბანკს“ შორის თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულება და „20 მილიონი აშშ დოლარის სესხის ძირითადი პირობების შეთანხმება“ გაფორმდა.


ფონდსა და ბანკს შორის მოლაპარაკების პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა. „ჩინეთის განვითარების ბანკის“ მხრიდან, სესხი სახელმწიფო გარანტიის გარეშე გაიცემა, რაც საქართველოში არსებული სახელმწიფო კომპანიებისათვის პირველი პრეცედენტია. თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულება მომდევნო წლისთვის სესხის 50 მილიონამდე გაზრდას ითვალისწინებს.

დოკუმენტები პეკინში „ჩინეთის განვითარების ბანკის“ სათაო ოფისში გაფორმდა. ჩინეთის განვითარების ბანკი უცხოური ინვესტიციებისა და ფინანსური თანამშრომლობის სფეროში საკუთარი აქტივებით მსოფლიოს უმსხვილეს საფინანსო ინსტიტუტს წარმოადგენს. ჩინეთის განვითარების ბანკი ემსახურება „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივას და ხელს უწყობს უცხოეთის მთავრობებთან, ფინანსურ ინსტიტუტებთან და საწარმოებთან აქტიურ თანამშრომლობას სხვადასხვა სექტორში.

ბანკის მიერ „საპარტნიორო ფონდისთვის“ გამოყოფილი თანხა ფონდის საინვესტიციო პორტფელში არსებული და დაგეგმილი პროექტების დაფინანსებას მოხმარდება, რაც ხელს შეუწყობს ფონდის საინვესტიციო საქმიანობის არეალის გაფართოებას.

შეთანხმებული პირობების შესაბამისი სასესხო ხელშეკრულების ხელმოწერა პეკინში 25-26 აპრილს დაგეგმილ „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში იგეგმება, სადაც სიტყვით წარდგება ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე და დამსწრე საზოგადოებას ფონდის საქმიანობისა და ქვეყნის საინვესტიციო უპირატესობების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42