"ეს წერილი გახსოვს, დე? ეს რომ დაწერე, მეორე კლასში იყავი, ჩემი ერთ-ერთი გარდაცვალების მიზეზია... მაშინ 2 ლარს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენთვის..."
სოც.მედია - 20:39, 22 Mar, 2019     6196

ჟურნალისტი მარი ჯაფარიძე შვილს დაბადების დღეზე ემოციურ წერილს უძღვნის:

- ისევ მოხვედი? - მკითხა საიქიოს კარისკაცმა...
- დიახ, - ვპასუხობ და თითქოს მერიდება, ჩემი სიკვდილის გამო რომ შევაწუხე...
- ისევ გული გაქვს გაგლეჯილი?
- დიახ... სულ... სულ დაიწურა სისხლისგან, ნუღარ დამაბრუნებთ უკან...
- რა გააკეთე, რომ სამოთხეში გაგიშვა?
- ჯოჯოხეთი შვება იქნება ჩემთვის...
და მე ვხვდებოდი ჯოჯოხეთში... მტკიოდა ჯოჯოხეთურად, მაგრამ ვგრძნობდი, რომ დედამიწური ტკივილი უფრო ძლიერი იყო... დედამიწური ტკივილის მერე ჯოჯოხეთური შვებად მეჩვენებოდა...
- გამიშვით, - ვეხვეწებოდი საიქიოს კარისკაცს, - გამიშვით, ჩემი გარდაცვალება ახლა არ შეიძლება...
მიშვებდა, მაგრამ სულის ნაწილს იტოვებდა...
რამდენჯერმე გარდავიცვალე, ცხოვრების ამ მოკლე ხნის მანძილზე...
მერე სულის ნაწილი ნელნელა ისხამდა ხორცს და თავიდან ვიბადებოდი.
ჩემს თავთან მარტო რომ ვრჩები, გარდაცვლილი, ჯოჯოხეთში დარჩენილი "მეს" აჩრდილები მოდიან, ხან რომელი და ხან - რომელი.
მახსენებენ, რომ ოდესღაც მოვკვდი, ტვინში მიძვრებიან და სურათებად ალაგებენ ჩემი სიკვდილის ეპიზოდებს... ალბათ ამიტომ არ მიშვებდნენ "მთლიანად" ჯოჯოხეთიდან, რომ მერე აჩრდილებს ეწანწალათ წინ და უკან.
ყოველ ჯერზე შვილების გამო მოვკვდი და მათ გამო დავბრუნდი...
მადლობა, ღმერთო, რომ რამდენჯერმე მაჩუქე ჩემი შვილები...
პირველად მათი დაბადებისას და მერე - ყოველი ჩემი დედამიწაზე დაბრუნებისას...
პატარები რომ იყვნენ, ავად რომ გავხდებოდი და განიცდიდნენ, ვეტყოდი ხოლმე, - უკვდავების წამალს დავლევ და კარგად ვიქნები-მეთქი...
გატყუებდით, დე, უკვდაცების წამალი არ არსებობს, ჩემი უკვდავების წამალი თქვენ ხართ...
ერთი გარდაცვალება დამრჩა და მერე ყველა ჩემი ტკივილი ჩაჯდება ფაზლივით, სულის ამოცლილ ადგილებზე...
მანამდე კი დროებით ნუღარ მომკლავ, ღმერთო...
დაბადების დღეს გილოცავ, დე...
პ.ს. ეს წერილი გახსოვს, დე? ეს რომ დაწერე, მეორე კლასში იყავი... ჩემი ერთ-ერთი გარდაცვალების მიზეზია... მაშინ 2 ლარს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენთვის... ამ წერილმა მომკლა და ხელახლა დამბადა. სტიმული გახდა, რომ დღეს ის ვართ, რაც ვართ






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42