„საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით მინსკში „ქართული სავაჭრო“ სახლი გაიხსნება
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:39, 21 Mar, 2019     3836

„საპარტნიორო ფონდის“ აღამსრულებელი დირექტორის მოადგილემ გიორგი ხელაიამ საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის წევრებს მინსკში „ქართული სავაჭრო სახლის“ გახსნასა და ამოქმედებასთან დაკავშირებით მიმდინარე სამუშაოების შესახებ არსებული მდგომარეობა გააცნო.

„საპარტნირო ფონდის“ შვილობილ „ქართული ნატურალური პროდუქტების“ კომპანიას საქართველოდან ბელარუსში ქართული ღვინისა და ალკოჰოლური პროდუქციის ექსპორტის განხორციელების უფლება მიენიჭა. ბელარუსში ქართული პროდუქციის ექსპორტი „საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით დაიწყება.

საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეხუთე სხდომა დღეს ოფიციალურად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ გახსნა. სხდომაში ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილე მიხაილ რუსი მონაწილეობდა.

„საპარტნიორო ფონდის“ აღამსრულებელი დირექტორის მოადგილემ გიორგი ხელაიამ ბელარუსის მხარეს მადლობა გადაუხადა მინსკში შპს „ქართული ნატურალური პროდუქტების“ ამოქმედების ხელშეწყობისთვის, რომელიც უახლოეს პერიოდში მინსკში „ქართულ სავაჭრო სახლს“ გახსნის. ხელაიას განმატებით, „ქართულ სავაჭრო სახლში“ წარმოდგენილი იქნება საქართველოში წარმოებული ტრადიციული პროდუქციის ფართო ასორტიმენტი და ნიშური პროდუქტები, რაც ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის ექსპორტსა და ბელარუსის ბაზარზე პოპულარიზაციას.

საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინსტრმა კომიის თანათავმჯდომარის სტატუსით ისაუბრა ორმხრივი პროექტების შესახებ, რომლებიც ხელს უწყობს ვაჭრობისა და წარმოების სფეროების დაახლოებას საქართველოსა და ბელარუსს შორის და აქცენტი გააკეთა „ქართული სავაჭრო სახლის“ ამოქმედების პოზიტიურ შედეგებზე.

შეგახსენებთ, რომ ოფიციალურ მინსკთან საქართველოს მთავრობისა და „საპარტნიორო ფონდის“ მოლაპარაკებების შედეგად, საქართველოში წარმოებული ნატურალური პოდუქტების ექსპორტის მიზნით, ბელარუსის მთავრობამ ქალაქის ცენტრში გამოყო ფართი „ქართული სავაჭრო სახლის“ განთავსებისთვის. „ქართულ სავაჭრო სახლში“ ღვინის ეროვნული სააგენტოს მუზეუმი, მარანი და ენოთეკა განთავსდება, ასევე, წარმოდგენილი იქნება საქართველოში წარმოებული ნატურალური პროდუქტები, ქართული დასახელების ღვინოები, მინერალური წყლები, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელები. მინსკში არსებული სავაჭრო სახლი ქართულ პროდუქციას გაუწევს პოპულაიზაციას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42