საქართველოს ბანკი ქალების ბიზნესში მხარდაჭერას განაგრძობს
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:02, 21 Mar, 2019     2437

საქართველოს ბანკი, ქვეყნის წამყვანი ბანკი, მარტის ქალების თვედ გამოცხადებასთან დაკავშირებით ქალებისთვის ბიზნესში სპეციალური ღონისძიებების განხორციელებას განაგრძობს. კერძოდ, აქტიურად მონაწილეობს და თავადაც უწევს ორგანიზებას ისეთ ღონისძიებებს, სადაც ხდება, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება ქალებისთვის, მათთვის, ვინც უკვე ფლობს ან ახლა სურს ბიზნესის დაწყება.

ამ ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ქალებისთვის გაიმართა შეხვედრა, რომელსაც საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ჰანა ლოიკანენი მასპინძლობდა. ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ ბანკის მომხმარებლები, კერძოდ მსხვილი, მცირე და საშუალო ბიზნესის, მმართველი რგოლის წარმომადგენელი ქალბატონები. ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა მოწვეულ სტუმრებს გაუზიარა პირადად მისი 20 წლიანი გამოცდილება, ისეთ საინტერესო თემებზე, როგორიც არის: ბიზნესსა და ეკონომიკაში ქალთა როლი და ის სირთულეები თუ გამოწვევები, რის წინაშეც დგებიან ქალები ბიზნესში. ქალებისთვის ბიზნეს სფეროში თავის დამკვიდრების სირთულეებსა და თავისებურებებზე საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნინო ზამბახიძემ და ახალგაზრდა მეღვინემ, ბაია აბულაძემ.

საქართველოს ბანკი უკვე წლებია, ქვეყნის მასშტაბით ხელს უწყობს ქალებს და აძლევს შესაძლებლობას, წამოიწყონ ახალი ან გააფართოვონ არსებული ბიზნესი, დანერგონ ახალი მიმართულებები. საქართველოს ბანკმა „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ (EBRD) დაფინანსებით ქალებისთვის შექმნა პროგრამა „ქალები ბიზნესში“, რომლის ფარგლებშიც აქტიურად განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, ქალების ბიზნესში აქტიური ჩართულობის, მათი ფინანსური და არაფინანსური მხარდაჭერის თუ ბიზნესის განვითარების მიზნით. პროექტის ფარგლებში, 25 მილიონ ლარამდე ფინანსური რესურსით, 1000-მდე ბიზნესი დაფინანსდა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42