ბლოგერი გურამ შეროზია სოციალურ ქსელში ვიდეოკლიპს აქვეყნებს, რომელიც მის მიერ შესრულებულ სიმღერაზეა გადაღებული.
შეროზია კლიპს იუთუბის არხზე მოკლე აღწერასაც ურთავს:
„კლიპი გადაღებულია სამ ქვეყანაში: ტაილანდი, ინდონეზია (ბალი) და ვიეტნამი.
კლიპში მონაწილე გოგონა - ანასტასია, სრულიად შემთხვევით მოხვდა ვიდეოში. ერთ-ერთი ღამის გადაღების დროს, მოვიდა და გვთხოვა, რომ მისთვისაც გადაგვეღო...
თავიდან ხუმრობად ჩავთვალეთ, ხოლო როცა თავისი ისტორია მოგვიყვა და კლიპში/ფილმში გადაღების ოცნება გაგვიზიარა - არც მეტი, არც ნაკლები - მთავარი როლი მოვუფიქრეთ.
ანასტასია ტრანსგენდერი ქალია, რომელსაც ოჯახიდან წამოსვლა მოუწია, თავს მეძავობით ირჩენს და ცნობილ მსახიობობაზე ოცნებობს. ვერ გეტყვით, რამდენად ავუსრულეთ ოცნება, თუმცა ოცნების ნაწილის განხორციელებაც, ჩვენთვის საკმაოდ სასიამოვნო იყო.“- წერს გურამ შეროზია.
მასალის გამოყენების პირობები






