წამყვანი ინდოელი ბიზნესმენები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და სეზ-ის პროექტით დაინტერესდნენ
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:52, 20 Mar, 2019     3044

20 მარტს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და ქალაქ ანაკლიის მენეჯმენტმა საქმიანი შეხვედრა გამართა მსხვილ ინდურ ბიზნესკომპანიებთან.

ანაკლიის პროექტებით ინდოეთის „როტერი კლაბის" (Rotary Club of Delhi Southend) წევრი, სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე წამყვანი ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები დაინტერესდნენ.

სტუმრები ანაკლიის პორტისა და „ანაკლია სითის" შესახებ პრეზენტაციას დაესწრნენ და ანაკლიის პორტის მენეჯმენტთან ერთად პროექტის დეტალები განიხილეს.

Rotary Club of Delhi Southend-ი ინდოეთის სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 100-მდე ბიზნესმენს აერთიანებს. ანაკლიის მენეჯმენტთან შეხვედრას ესწრებოდნენ 10-მდე სხვადასხვა ბიზნესკომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიების, ტექნიკის, სამშენებლო დეველოპელური, საავტომობილო მანუფაქტურისა და სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ინდოეთის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისთვის განსაკუთრებით ტვირთის გადაზიდვის მარშრუტის ფარგლებშია საგულისხმო. კერძოდ, სამხრეთ-დასავლეთ დერეფნის ფარგლებში, რომლის წევრი საქართველოცაა. სამხრეთ-დასავლეთი დერეფნის მეშვეობით ტვირთს ინდოეთსა და ევროპას შორის გადაზიდავენ. ინდოეთსა და ევროპას შორის ვაჭრობა დღეს 110 მილიარდ დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობა, ასევე, მუშაობს ინდოეთთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის შემოღებაზე. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და სპეციალური ეკონომიკური ზონა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, გახდეს პლატფორმა ინდოეთის ბიზნესსექტორის დაინტერესებისთვის, ასევე, მნიშვნელოვანი ეკონომიკური პლატფორმა სამხრეთ-დასავლეთის დერეფანში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42