ვერძი – დღევანდელი დღე მთლიანად სამსახურს ეძღვნება. შესაძლოა უკმაყოფილება გამოთქვათ სამუშაო პირობებზე. სანამ განცხადებას დაწერთ სამსახურიდან წასვლის შესახებ, კარგად დაფიქრდით.
კურო – დაძაბული დღე გელოდებათ, ასე რომ სიმშვიდე გამოიჩინეთ. ახალი საქმიანობის წამოწყება დღის მეორე ნახევრისათვის გადადეთ.
ტყუპები – დღის განმავლობაში თქვენი წარმატება გაიზრდება. მნიშვნელოვანი საქმეები საღამომდე დაასრულეთ. დღის მეორე ნახევარი კი საყვარელ ადამიანებს მიუძღვენით.
კირჩხიბი – თვალდახუჭული ნუ ენდობით გარშემომყოფებს. ბედს ნუ გამოცდით. მკაცრი დისციპლინა საქმის სწორად წარმართვაში დაგეხმარებათ.
ლომი – შეეცადეთ, მალე მოაგვაროთ ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში წარმოქმნილი პრობლემა. დღის მეორე ნახევარში ცვლილებებს ელოდეთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ თანხის ხარჯვისას.
ქალწული – შესძლოა თქვენმა ხელფასმა მოიმატოს. თუმცა, ნუ დაივიწყებთ ეკონომიას და ფულს სულ ნუ დახარჯავთ. საღამოს ორიგინალურად გაატარებთ მეგობრებთან ერთად.
სასწორი – წარმატებას ელოდეთ სასიყვარულო, ფინანსურ, შემოქმედებით საქმიანობაში. ზომიერება გამოიჩინეთ ფულის ხარჯვისას. დღის ბოლოს მატერიალური მდგომარეობის ცვლილება გელოდებათ.
მორიელი – არაჩვეულებრივი დღეა ახლობლებთან და თანამოაზრეებთან კონტაქტისათვის. დღეს, შესაძლოა, სერიოზული შენაძენი გააკეთოთ. თავი შეიკავეთ ზედმეტი ემოციებისაგან.
მშვილდოსანი – დღის განმავლობაში დასვენებისა და სიამოვნების მიღების სურვილი გექნებათ. საღამოს კი გეგმები შეგეცვლებათ.
თხის რქა – დღის განმავლობაში პირნათლად შეასრულეთ სამსახურეობრივი მოვალეობები. პროფესიული გამოცდილება სირთულეების გადალახვაში დაგეხმარებათ.
მერწყული – დღის პირველ ნახევარში ისეთი ადამიანის ძიებას დაიწყებთ, ვისაც თქვენს ემოციებს სრულიად ანდობთ. საღამოს სასიამოვნო სიურპრიზი გელოდებათ. ახალი საქმიანობის წამოწყებისას ზედმეტ ოპტიმიზმს თავი აარიდეთ.
თევზები – დღის პირველ ნახევარში ახლობლები მატერიალურ დახმარებას გაგიწევენ. სამომავლო გეგმებს ოჯახის წევრებს ნუ გააცნობთ, ვინაიდან ისინი სკეპტიკურად უყურებენ თქვენს მიზნებს. გამოიჩინეთ სიფრთხილე ფულის ხარჯვისას.მასალის გამოყენების პირობები






