"გაყინული და არ ვიცი საიდან მოსული ძალით ვწერ... მადლობა, რომ სიკვდილის უმცირესი შიშიც გამიქრე..." - ავარიისას გარდაცვლილი ბაიკერის მეუღლის ემოციური წერილი
სოც.მედია - 13:14, 19 Mar, 2019     12555
ოზურგეთში მომხდარი ავარიისას გარდაცვლილი ბაიკერის მეუღლე, ქეთევან ნარიმანიშვილი ემოციურ წერილს აქვეყნებს.

რამდენიც არ უნდა ვეცადო, ალბათ მთელი სიცოცხლის განმავლობაში ვერ ვიპოვი საჭირო სიტყვებს და ალბათ ამ ფორმით ამ თემასაც აღარ შევეხები...

გაუაზრებლად, გაყინული და არვიცი საიდან მოსული ძალით ვწერ ბიჭზე, რომლის ჩემს ცხოვრებაში არსებობისთვისაც სამყაროში არსებულ ყველა ძალას ყოველდღე მადლობას ვუხდიდი და ვფიქრობდი (ახლაც ვფიქრობ), რომ მე მისი ღირსი არ ვიყავი და არ ვიმსახურებდი...
ვწერ ბიჭზე, რომელმაც დამავიწყა აქამდე არსებული ყველაფერი ცუდი და რამდენიმე თვეში მომცა იმაზე მეტი, რასაც ყველაზე თამამად ბედნიერულ ოცნებაშიც კი ვერ დავსახავდი...
ვწერ ბიჭზე, რომლისთვისაც სიცოცხლის დათმობაც უყოყმანოდ შემეძლო და რომ შეიძლებოდეს ახლაც სიხარულით გავაკეთებდი იგივეს...
ვწერ ბიჭზე, რომელიც ქარიშხალივით შემოვარდა ჩემს ცხოვრებაში, დამაყარა თავზე ყველა სიხარული, სიყვარული, ბედნიერება, ერთად აღებული და ასევე ქარიშხალივით წავიდა და თან წაიღო სულ ყველაფერი, ყველაფერი ერთი „პატარა“ ბედნიერების გარდა. რისთვისაც ვაგრძელებ სიცოცხლეს და რისთვისაც ვეცდები, რომ ყველაფერი შევძლო...

იმისთვის არ ვწერ, რომ კიდევ ერთხელ თანაგრძნობა გამოვიწვიო, ისედაც ვიცი და დარწმუნებული ვარ. არც იმისთვის, რომ გაგაცნოთ ბიჭი, რომელმაც ჩემი ცხოვრება თავისი გამოჩენით თავდაყირა დააყენა და ამქვეყნად ყველაზე ბედნიერ ადამიანად მაგრძნობინა თავი... ჰო, ყველაზე ბედნიერ და სრულყოფილ ადამიანად...

უბრალოდ, ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ ამდენი სიყვარულის, სითბოსა და გვერდში დგომისთვის...

მაპატიე, ეს შენთვის საძულველი დიდი და საჯარო პოსტი და ყველაზე დიდი მადლობა შენ უნდა გითხრა, ჩემო ... მადლობა, წარმოუდგენლად ბედნიერი დღეებისთვის, მადლობა შენი ჩემს ცხოვრებაში არსებობისთვის და მადლობა იმისთვის, რომ სიკვდილის უმცირესი შიშიც გამიქრე და გპირდები, რომ ჩემი ცხოვრების ყველაზე მთავარ შეხვედრას შეძლებისდაგვარად მშვიდად დაველოდები..." - წერს ქეთევან ნარიმანიშვილი.

შეგახსენებთ, ოზურგეთში მოტოციკლეტით მოძრავი ახალგაზრდა, ორ მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა მოტოციკლეტის მძღოლი 25 წლის მამუკა ნაცვალაძე.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42