საქართველო, როგორც ინვესტორთა სასაფლაო - New Europe-ის სკანდალური სტატია
პოზიცია - 12:27, 19 Mar, 2019     2582
როგორ გადაიქცა საქართველო ბიზნესუტოპიიდან ინვესტორთა სასაფლაოდ - ელიტური კორუფციასა და ბიზნესის შევიწროებაზე საერთაშორისო მედია წერს. კერძოდ, გამოცემა „New Europe“ სტატიას ამერიკული დეველოპერული კომპანიის - „იკონია კაპიტალის“ პრობლემებს უძღვნის.


სტატიის სათაურში ნათქვამია, რომ საქართველო ინვესტორთა სასაფლაოდაა გადაქცეული, მაგრამ მიუხედავად ამისა, საერთაშორისო საზოგადოებას თავს უტოპიური ბიზნესგარემოთი აწონებს.

სტატიაში საუბარია ყოფილი პარლამენტის წევრისგან მომდინარე ზეწოლაზე, სხვადასხვა მუქარაზე. სტატიის ბოლოს კი აღნიშნულია, რომ ეს არის გაფრთხილება ამერიკელი და ევროპელი ინვესტორებისადმი.

სტატია საკუთარ ოფიციალურ ტვიტერის გვერდზე ბერლამონტმა გადაბეჭდა, რომელიც არის ევროკომისიის, ევროპარლამენტის და სხვა ევროსტრუქტურების არაოფიციალური ტვიტერ გვერდი, რომელსაც ბრიუსელში პოლიტიკოსები კითხულობენ.

„დაგვიპირისპირდა ოპონენტების მცირე, მაგრამ გავლენიანი ჯგუფი, რომელსაც სურდა ჩვენი მიწის ნაკვეთის უკანონოდ ხელში ჩაგდება, რომ საკუთარი ინტერესებისთვის გამოეყენებინა. კონფლიქტი, რომელმაც ჩვენი ინვესტიცია გაანადგურა საქართველოში, დაიწყო ჩვენი ოპონენტების ზეწოლით თბილისის მერიაზე. 4 წლის განმავლობაში ვნახეთ, როგორ გადაიზარდა ის სერიოზულ, მრავალწლიან დავაში სიკვდილის მუქარით, პოლიტიკური ინტრიგებით, შეუსრულებელი დაპირებებისა და ხელისუფლების მხრიდან გარანტიების გრძელი სიით.

მათ უარი გვითხრეს სამართალზე სასამართლოებში და დაუშვეს, რომ ჩვენი ბიზნესოწლობით გაყინულიყო. ეწეოდნენ ჩვენს დისკრიმინაციას პოლიტიკასთან კავშირში მყოფი ჩვენი თავდამსხმელების დაცვით. პრემიერ მინისტრის, მამუკა ბახტაძის სიტყვებში საქართველო კორუფციასთან ბრძოლაში ლიდერის პოზიციაზეა და საერთაშორისო ბიზნესის ცენტრადაა აღიარებული. პოლიტიკოსების ამ განცხადებებთან ერთად ეროვნული საინვესტიციო სააგენტოც აქტიურად განაგრძობს უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, განსაკუთრებით დასავლეთიდან, მაგრამ ყველასთვის ცნობილია, რომ დუმს, როდესაც ჩვენს მსგავს პრობლემებს აწყდება, ასეთი პრობლემები კი საგანგაშოდ ხშირად ხდება. დაე, ჩვენი ამბავი გაფრთხილება იყოს ამერიკელი ინვესტორებისთვის.

ვიდრე მთავრობა და სასამართლოები არ აჩვენებენ, რომ შეუძლიათ პატივი სცენ საერთაშორისო შეთანხმებებს, ვიდრე არ დაამტკიცებენ, რომ კანონის უზენაესობა აღდგენილია, ჭკვიანური იქნება, თქვენი ბიზნესი სადმე სხვაგან გადაიტანოთ,“ - აღნიშნულია სტატიაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42