16 მილიონ ლარზე მეტი მოგება და 2 მილიონი მოგებული ბილეთი - საქართველოს ეროვნული ლატარია 1 წლისაა!
ბიზნესი & ეკონომიკა - 18:10, 18 Mar, 2019     3575

საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ ოპერირება ზუსტად ერთი წლის წინათ, 2018 წლის 17 მარტს დაიწყო. ერთი წლის განმავლობაში კომპანიამ მოგების სახით უპრეცედენტოდ დიდი თანხა - 16 მილიონ ლარზე მეტი გასცა, ხოლო მოგებულია 2 მილიონ ლარზე მეტი ბილეთი.

კომპანიამ ბაზარზე შემოსვლისას მომხმარებელს ტირაჟიანი „ლოტო 6/36“ და სამი მომენტალური თამაში „ფარაონი“, „შვიდიანი“ და „ოქროს საწმისი“ შესთავაზა, თუმცა, განვითარების სტრატეგიიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და მრავალფეროვანი გახადა ლატარიის პროდუქტები. ამ დროისთვის კომპანია მომხმარებელს უკვე სთავაზობს:

· „ლოტო 6/36“-ს

· ლოტო „5/35 - ოქროს ბურთს“

· 6 მომენტალურ ლატარიას, საპრიზო ფონდით 23 173 724 ლარი: „ფარაონი“, „სამი შანსი“, „შვიდიანი“, „ჯოკერი“, „საახალწლო“ და „ოქროს საწმისი“

· 17 ონლაინ მომენტალურ ლატარიას: „ფარაონთა საგანძური“, „აკვარიუმი“, „არაბესკა“, „საახალწლო საჩუქრები“, „ველური დასავლეთი“, „პირამიდა“, „ჩაძირობანა“, „განგსტერები“, „სუპერ 7“, „კალათბურთი“, „ფეხბურთი“, „ჰოკეი“, „იღბლიანი 7“, „სამეფო საგანძური“, „ოქროს ბანკი“, „ვეგასი“ და „იღბლიანი ბორბალი“

საქართველოს ეროვნული ლატარია მომავალშიც გააგრძელებს ახალი პროდუქტების დანერგვას და მათი ხელმისაწვდომობის გაზრდას. ამ დროისთვის საქართველოს ეროვნული ლატარიის პროდუქტების შეძენა შესაძლებელია მთელი საქართველოს მასშტაბით ლოტოს დაბრენდილ ჯიხურებში, ლატარიის სერვისცენტრებში, საქართველოს ფოსტის მომსახურების ცენტრებში, ჰიპერმარკეტ „გუდვილისა“ და „ავერსის“ ქსელში, „ნუგეშის“ მაღაზიებში. და ასევე, ონლაინ www.lotto.ge-ზე;

ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოგების სახით, 16 მილიონ ლარზე მეტი გასცა, აქედან „ლოტო 6/36“-ში ჯეკპოტი ორჯერ გათამაშდა - 857 007 და 547 235 ლარის ოდენობით, ტირაჟიან ლატარიაში მთლიანობაში მოგებად გაცემულია 3 473 390 ლარი, ხოლო მომენტალურ ლატარიაში - 12 605 000 ლარი.

მოღვაწეობის ერთი წლის მანძილზე საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ არაერთი სოციალური პროექტი განახორციელა განათლებისა და სპორტის მიმართულებით, ასევე, დაეხმარა მრავალ შეჭირვებულ ოჯახს. ლატარიის ბილეთების შეძენით მომხმარებელი თავად ხდება ქველმოქმედების მონაწილე, რადგან რეალიზებული პროდუქტებიდან შემოსული თანხის ნაწილი სწორედ იმ ადამიანების კეთილდღეობისკენ არის მიმართული, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

საქართველოს ეროვნული ლატარიის მიზანია, ლატარია აქციოს საერთო სახალხო თამაშად, რაც შეიძლება მეტ ადამიანს აგრძნობინოს მოგების სიხარული, მოგება ხომ შეუძლია ყველას, ხოლო იგებს ის, ვინც თამაშობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42