სახელმწიფო აუდიტი ბურჯანაძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სამართალი - 17:17, 24 Sep, 2013     1880

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პრეზიდენტობის კანდიდატის, ნინო ბურჯანაძის პარტიის ოფისებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და შესაბამისი განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ პარტია „დემოკრატიული მოძრაობა“ ოფისების რეალურ რაოდენობას მალავს:

„პრეზიდენტობის კანდიდატის, ქალბატონ ნინო ბურჯანაძის მიერ, გუშინ ტელეკომპანია „იმედში“ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ სრული ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის მიერ შესწავლილი იქნა პირველი სექტემბრის მდგომარეობით „დემოკრატიული მოძრაობის“ მიერ წარმოდგენილი დეკლარაცია, სადაც წრმოდგენილ იქნა მხოლოდ ერთი ოფისის იჯარა, მაშინ, როდესაც მათ ვებგვერდზე განთავსებული იყო დეტალური ინფორმაცია ცხრა ოფისის შესახებ. ამაზე დამატებითი ინფორმაციაც მოვითხოვეთ, რომელზე პასუხიც მათგან ვერ მივიღეთ.

აქვე აღვნიშნავთ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, ქალბატონ ნინო ბურჯანაძის მიერ თითქმის ყველა რაიონში იხსნებოდა და იხსნება ოფისები და აღნიშნულის შესახებ ინფორმაციებს ვიღებთ საინფორმაციო საშუალებების დახმარებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე სამსახურის მიერ დაიწყო შემოვლა, რა დროსაც აღმოჩენილი და დასურათებული იქნა დაახლოებით 90 ოფისი. ხოლო პარტიის მიერ 13 სექტემბრის მდგომარეობით დეკლარირებული იქნა მხოლოდ 19 ოფისი.

ხსენებულის შედეგად მონიტორინგის სამსახურის მიერ 13 სექტემბრიდან დაიწყო გამოკითხვების ჩატარება და მხოლოდ და მხოლოდ სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად, დეკლარირებული ოფისების რაოდენობა 73-მდე გაიზარდა, როგორც არაფულადი შემოწირულობა და წარმოდგენილ იქნა შესაბამისი დოკუმენტები.

ჩვენს მიერ დამატებით აღმოჩენილ ოფისებზე კი ექსპერტიზის ჩატარება იქნა მოთხოვნილი. რათა დადგინდეს პარტიის მიერ დამალული ოფისების საბაზრო ღირებულება, პარტიის მიერ გაღებული ხარჯის დადგენის მიზნით.

არცერთი პიროვნება და კანდიდატი არ დგას და არ უნდა თვლიდეს თავს კანონზე მაღლა მდგომად“, - განაცხადეს სახელმწიფო აუდიტის მიერ გამართულ ბრიფინგზე. 





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42