ლექსით, რომელიც რეზო ამაშუკელმა 1993 წლის 26 სექტემბერს გამოაქვეყნა, პოეტი სოხუმში მყოფ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს ედუარდ შევარდნაძეს შეეხმიანა, „არა როგორც უმაღლეს სარდალს, არამედ როგორც რიგით ჯარისკაცს“. რეზო ამაშუკელის ლექსის ბოლო ორი სტროფი ასე გამოიყურება:
„რა გითხრა, ანდა რის მაქნისია, ამ სისხლის თქეშში ჩემი ხრიალი?! დიაღ, სამშობლო შენი ღირსია, მთლად დარუბანდით და დარიალით!
და მაპატიე კოჭლი სტიქონი, რაც უნდა მეთქვა, თუ ვერ გითხარი... - დიაღ! სოხუმი არი დიდგორი, ქართველი ხალხის ბედის ტიხარი!“
რეზო ამაშუკელი, პოეტი, 26 სექტემბერი, 1993 წელი.
შეგახსენებთ, რომ ლექსის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს, 27 სექტემბერს აფხაზურმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა და რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილებმა ერთობლივი შტურმით აიღეს სოხუმი, ხოლო ედუარდ შევარდნაძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქი ერთი ვერსიით, საჰაერო გზით, ხოლო ედუარდ ბალტინის მოგონების მიხედვით, რუსული სამხედრო კატარღით დატოვა.
მასალის გამოყენების პირობები