საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიულ დეპარტამენტთან ერთად, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ტრენინგებს უტარებს ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამხარეო ადმინისტრაციის იურისტებს. ტრენინგები, რომლებიც იმართება თელავის, ბოლნისის, თბილისის, ბორჯომის, ქუთაისის, სენაკისა და ბათუმის რესურს ცენტრებში 22 სექტემბერს დაიწყო და 28 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელგება.
ტრენინგების ფარგლებში მონაწილეები ეცნობიან საარჩევნო კანონმდებლობის სიახლეებს, იხილავენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა როლი საარჩევნო პროცესებში, ჩართულობა და შეზღუდვები წინასაარჩევნო კამპანიაში (აგიტაციაში), ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება და ა.შ.
ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ სწავლების ცენტრისა და ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის მიერ ერთობლივად მომზადებული სახელმძღვანელოები.
მასალის გამოყენების პირობები






