გალტ ენდ თაგარტმა წარმატებით გამოუშვა კრისტალის 15 მილიონი ლარის 2 წლიანი ობლიგაციები
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:06, 15 Mar, 2019     1588

გალტ & თაგარტმა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალის 15 მილიონი ლარის ღირებულების, 2 წლიანი ობლიგაციების წარმატებით გამოშვებაზე განაცხადა. ხსენებულ ობლიგაციებზე საპროცენტო განაკვეთი რეფინანსირების განაკვეთის + 4%-ით განისაზღვრა.

„კრისტალს“ საქართველოსა და რეგიონში, როგორც არასაბანკო საფინანსო სექტორის მოთამაშეს, ყველაზე მაღალი საკრედიტო რეიტინგი აქვს მინიჭებული სარეიტინგო კომპანია ფიტჩისგან (Fitch Ratings) B/Stable. აღნიშნულმა რეიტინგმა და კომპანიის ისტორიულად თანმიმდევრულმა ფინანსურმა შედეგებმა განაპირობა ინვესტორების მაღალი ნდობა და ინტერესი ფასიანი ქაღალდის მიმართ. კრისტალის კორპორატიული ობლიგაციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსდება.

ობლიგაციებით მოზიდული სახსრების მნიშვნელოვანი ნაწილი „კრისტალი“-ს ქალი მეწარმეებისთვის სესხის შეღავათიან პირობებში შეთავაზებას, ბიზნეს უნარებისა და ცნობიერების ამაღლებას, ასევე მათი საქმიანობის განვითარებას მოხმარდება. ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში ქალებს მნიშვნელოვანი როლი აქვთ და „კრისტალი“, როგორც ამ ეკონომიკის ნაწილი თავისი წვლილის შეტანას, მისი ქალი მეწარმეების გაძლიერებით შეეცდება.

„კრისტალი”, მოხარულია გამოაცხადოს კორპორაციული ობლიგაციის რიგით მეორე განთავსება, რაც მნიშვნელოვანი მოვლენაა როგორც ჩვენთვის, ასევე ქვეყნის ფასიანი ქაღალდების ბაზრისთვის. „მინდა მადლობა გადავუხადო ემისიის განხორციელების აგენტის, „გალთ & თაგარტის“ მთელ გუნდს და ასევე, საქართველოს ეროვნულ ბანკს მათი მხარდაჭერისათვის. აღსანიშნავია, რომ ობლიგაციის განთავსებით მიღებული სახსრები მოხმარდება ქალი მეწარმეების ეკონომიკურ გაძლიერებას და მათი მიკრო-ბიზნესის მზარდ მცირე საწარმოებად ტრანსფორმაციას“, - განაცხადა „კრისტალი“-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, არჩილ ბაკურაძემ.

„მინდა მივულოცო „კრისტალის“ მთელ გუნდს წარმატებული ემისია. ეს კრისტალისთვის უკვე რიგით მეორე წარმატებული საჯარო ემისიაა ქართულ კაპიტალის ბაზარზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებტს ინვესტორების ნდობას ამ ორგანიზაციის მიმართ. ასევე, მინდა ეს ტრანზაქცია მივულოცო „გალტ & თაგარტის“ მთელ გუნდს, რომელიც საკუთარი გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის წყალობით, გახდა საინვესტიციო-საბანკო მომსახურების მიმწოდებელი წამყვანი კომპანია ქვეყანაში“, - განაცხადა „გალტ & თაგარტის“ მმართველმა დირექტორმა , ოთარ შარიქაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42