საქართველოს წყლის რესურსების პოტენციალი აზიის წყლის საბჭოს გენერალური ასამბლეის საბჭოს სხდომაზე განიხილეს
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:30, 14 Mar, 2019     1569

ფილიპინების დედაქალაქ მანილაში აზიის წყლის საბჭოს გენერალურ ასამბლეაზე „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, საქართველოს წყლის რესურსების შესახებ ვრცელი პრეზენტაცია აზიის წყლის საბჭოს წევრის სტატუსით გამართა.

„Asia Water Council“-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას მსოფლიოს 50-მდე ქვეყნის, მათ შორის, აშშ-ის, შვეიცარიის, საფრანგეთის, ჩინეთის, იაპონიის, სამხრეთ კორეის, სინგაპურის, ავსტრალიის ოფიციალური დელეგაციები, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციები და მსხვილი საფინანსო ინსტიტუტები დაესწრნენ.

დავით საგანელიძემ დამსწრე საზოგადოებას საქართველოს ჰიდრორესურსების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ამ მიმართულებით, ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი გააცნო: „საქართველო მდიდარია განახლებადი ენერგორესურსებით, განსაკუთრებით კი -ჰიდრორესურსებით. ჩვენი ქვეყანა, ჰიდროენერგეტიკული პოტენციალით მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილს იკავებს. მიუხედავად ამისა, საქართველოს ამ რესურსის 80% აუთვისებელია. ინვესტორები საქართველოს ჰიდროენერგეტიკისადმი დიდ ინტერესს გამოხატავენ. საქართველოს მთავრობისთვის კი ჭარბი ელექტროენერგიის გამომუშავებით რეგიონში მთავარი ექსპორტიორის როლის შეთავსება ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს“, განაცხადა დავით საგანელიძემ. გამოსვლის შემდგომ გაიმართა დისკუსია.

დავით საგანელიძე, ასამბლეის ფარგლებში, აზიის წყლის საბჭოს პრეზიდენტს ჰაკ სუნლის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ჰიდრორესურსების პოტენციალი და მწვანე კონცხის წყლის ინფრასტრუქტურის გენერალური გეგმა განიხილეს. აზიის წყლის საბჭოს პრეზიდენტმა ქართულ მხარეს მხარდაჭერა აღუთქვა.

აზიის წყლის საბჭოს მესამე გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ოფიციალურმა დელეგაციებმა ჰიდრორესურსებთან დაკავშირებული გლობალური გამოწვევების შესახებ იმსჯელეს. მთავარი განსახილველი თემები წყლის რესურსების დაფინანსების საკითხები, ინფრასტრუქტურა, მენეჯმენტი, უსაფრთხოება და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა იყო. სპეციალური სესიების განმავლობაში მონაწილე ქვეყნებმა პრეზენტაციები გამართეს და ჰიდრორესურსების გამოყენების მექანიზმების შესახებ იმსჯელეს.

გენერალური ასამბლეის საბჭოს სხდომაზე აქცენტი გაკეთდა იმ გამოწვევებზე, რომლებიც დღეს საქართველოს წინაშე დგას, მათ შორის, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის, წყალმომარაგების სისტემის მართვის მოდელის შემუშავების, მოდერნიზაციის, განვითარების, ასევე, დაფინანსების მოძიების მიმართულებით.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42