ანაკლიის პორტის მენეჯმენტთან საქმიანი შეხვედრა კასპიის რეგიონის წარმომადგენლებმა გამართეს
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:43, 14 Mar, 2019     2512

13 მარტს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ მორიგი შეხვედრა გამართეს ანაკლიის პორტის პარტნიორმა ნავსადგურებმა და საზღვაო ოპერატორებმა კასპიის ზღვის რეგიონიდან.

სტუმრები გაეცნენ ანაკლიის პორტში მიმდინარე სამშენებლო პროცესს და სამომავლო გეგმებს. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობას შუა დერეფნისა და რეგიონის ეკონომიკურ-ინფრასტრუქტურულ განვითარებაში. მხარეებმა განიხილეს კასპიის ზღვაზე მიმდინარე სიახლეები, მათ შორის უწყვეტი სატრანზიტო მიმოსვლისთვის აუცილებელი ე.წ. „ფიდერების“, ანუ საკონტეინერო გემების დამატების საკითხი.

„ანაკლიის პორტის პროექტს სწორი გეზი აქვს აღებული. დღეს ჩვენი დერეფანი საქართველოს ნაწილში განვითარებას საჭიროებს და ეს, ინფრასტრუქტურის გაუმართაობით არის განპირობებული. შევხედოთ ჩინეთისა და ცენტრალური აზიის მოლოდინებს, რა მოცულობის ტვირთის გადაზიდვაზეა საუბარი ჩვენი საერთო დერეფნის გავლით, ნათლად დავინახავთ, რომ საჭიროა ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობის მნიშვნელოვნად გაზრდა და ანაკლიის როლი აქ მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ყაზახეთის პორტის - აქტაუს კომერციულმა მმართველმა მარტინ ვოეტმანმა.

კასპიის ზღვის რეგიონის პორტები და საზღვაო ორგანიზაციები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პარტნიორები არიან. ბაქოს, კურიკის, აქტაუსა და ანაკლიის პორტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები 2017 წელს გაფორმდა. 2018 წელს კი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი „შუა დერეფნის“, იგივე „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანზიტო მარშრუტის“ (TITR) ასოცირებული წევრიც გახდა. TITR-ი აბრეშუმის გზის პროექტში მონაწილე ქვეყნებსა და რეგიონის მნიშვნელოვან მოთამაშეებს აერთიანებს და მიზნად ისახავს შუა დერეფნის პოპულარიზაციას, აზიასა და ევროპას შორის ტვირთის გადაზიდვის პროცედურების დაჩქარება-გამარტივებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42