იტალიაში ინტერპოლის მიერ ძებნილი „თბილისის განვითარების ფონდის“ ყოფილი თავმჯდომარე დააკავეს
სამართალი - 12:06, 24 Sep, 2013     2079
მიმდინარე წლის 22 სექტემბერს ინტერპოლის თბილისის ბიუროდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, იტალიაში, ქ. ფლორენციაში სამართალდამცველებმა წითელი ცირკულარით ძებნილი, 1974 წელს დაბადებული გიორგი საბანაძე დააკავეს.

გიორგი საბანაძე ინტერპოლის წითელი ცირკულარით დაკავების და ექსტრადიციის მიზნით საერთაშორისო ძებნაში 2013 წლის 19 აგვისტოდან იმყოფებოდა. მას ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რაც გულისხმობს ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით მითვისება-გაფლანგვას.

2010 წლის 16 ივლისიდან 2012 წლის 16 ოქტომბრამდე გიორგი საბანაძეს „თბილისის განვითარების ფონდის“ თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა. მან თბილისის მერიის შესყიდვების სამსახურის უფროს ალექსანდრე თაბუაშვილთან და თბილისის ვიცე-მერ დავით ალავიძესთან ერთად 2011 წლის შემოდგომაზე ჩამოაყალიბა ორგანიზებული ჯგუფი, რომელშიც ასევე ჩართული იყვნენ სხვა ოფიციალური პირები და საჯარო მოსამსახურეები. აღნიშნული ჯგუფის მიზანი იყო 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიების წინასაარჩევნო ხარჯების „თბილისის განვითარების ფონდის“ კუთვნილი თანხებით უკანონო და განმეორებითი დაფინანსება. 

2011 წლის 9 ნოემბერს გიორგი საბანაძემ მიმართა სს „ლიბერთი ბანკს“ და მოითხოვა 719 ცალი სახელფასო ბარათის დამზადება იმ სპეციალისტებისთვის, რომელთაც თითქოს უნდა შეემოწმებინათ „თბილისის განვითარების ფონდის“ კუთვნილი შენობა, სინამდვილეში კი ისინი წარმოადგენდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს. გიორგი საბანაძემ ალექსი თაბუაშვილს გადასცა პლასტიკური ბარათები, რომლებზეც სხვადასხვა დროს უკანონოდ ირიცხებოდა „თბილისის განვითარების ფონდის“ კუთვნილი თანხები. თაბუაშვილმა თავის მხრივ დაარიგა აღნიშნული ბარათები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის რაიონულ ორგანიზაციებში, ხოლო ბარათებზე დარიცხული თანხები ნაწილდებოდა პარტიის აქტივისტებს შორის ხელფასის სახით. ამრიგად, 2011 წლის ნოემბრიდან 2012 წლის ივნისამდე ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა უკანონოდ მიითვისეს ფონდის კუთვნილი თანხა 13 852 497 ლარის ოდენობით.

2012 წლის თებერვალი-ივლისის პერიოდში გიორგი საბანაძემ და დავით ალავიძემ ფონდის კუთვნილი თანხებით უკანონოდ დააფინანსეს „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანია და პარტიის ლიდერების შეხვედრა მათ მხარდამჭერებთან. ამის შედეგად მათ უკანონოდ გაფლანგეს ფონდის კუთვნილი 719 862 ლარი.

2012 წლის 16 ივლისიდან 3 ოქტომბრამდე საბანაძემ და ალავიძემ „ლიბერთი ბანკში“ არსებული „თბილისის განვითარების ფონდის“ ანგარიშიდან უკანონოდ მიითვისეს 34 328 463 ლარი. 

გიორგი საბანაძეს იტალიის სამართალდამცავი ორგანოების მიერ შეეფარდა წინასაექსტრადიციო პატიმრობა და მის მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული პროცედურები.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42