„მე მაქსიმ შევჩენკო მოვიყვანე თქვენს გადაცემაში, იმისთვის, რომ თქვენთვის გამეცნო“, - განუცხადა ლევან პირველმა ინგა გრიგოლიას გადაცემაში „დიდი პოლიტიკა“, „ტვ3“-ის პირდაპირ ეთერში.
ინგა გრიგოლიასთან გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად ლევან პირველმა ტვ3-ის ოფისში ანტიქართული განწყობილებებით ცნობილი რუსი ჟურნალისტი, მაქსიმ შევჩენკო მიიყვანა, აღნიშნულ საკითხზე კი გრიგოლიამ განაცხადა, რომ მას არ ექნებოდა სურვილი იმეგობროს ისეთ ადამიანთან, როგორიც შევჩენკოა:
„მე სხვა სტუმრებიც მყავს, მაქვს პირდაპირი ეთერი თუ საშუალება მომეცემა, შემდეგ გავიცნობ. სანამ თქვენ შევჩენკოსთან ერთად მოხვიდოდით, ამასობაში კიდევ 500 მეტრით გადმოიწია ე.წ. საზღვარმა.
მე არ მექნებოდა სურვილი ისეთი ანტიქართული განწყობილებებით ცნობილი რუსი ჟურნალისტის მეგობარი ვიყო, როგორიც მაქსიმ შევჩენკოა, ის პუტინის იდეოლოგიის გამტარებელია და საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ არაერთი საშიში განცხადება გაუკეთებია, იგივე აფხაზეთთან და სხვა საკითხებთან მიმართებაში“, - უთხრა ინგა გრიგოლიამ ლევან პირველს.
მასალის გამოყენების პირობები






