„შენით მოყვები გასაშავებელთა სიას თუ მე ჩამოვწერო...“ - ნოდარ მელაძის პასუხი კოკა ყანდიაშვილს
სოც.მედია - 14:09, 13 Mar, 2019     9945
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი და „შაბათის კურიერის“ წამყვანი ნოდარ მელაძე სოციალურ ქსელში „რუსთავი 2“-ის იმ სიუჟეტზე წერს, რომლის მიხედვითაც ხელისუფლება ე.წ. ტროლების ქარხანის მეშვეობით პოლიტიკოსებისა და საზოგადოების აქტიური პირების შავ პიარ-კამპანიას ეწეოდა, აღნიშნულის ხელმძღვანელი კი კოკა ყანდიაშვილია.

ყანდიაშვილი რუსთავი 2-ის კამერას სიუჟეტის გაკეთების პროცესში ემალებოდა, ორი დღის შემდეგ კი პასუხების გაცემა Facebook-სტატუსებით დაიწყო, სადაც ის ტელეკომპანიას და ჟურნალისტ მარიამ გაფრიმდავილს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა.

ნოდარ მელაძე კოკა ყანდიაშვილს ეხმაურება და კითხვებზე პასუხების გაცემას ურჩევს:

„გადავავლე თვალი შენს პოსტებს, რუსთავი 2 ის ლანძღვით გსურს დაფარო, შენი "ტროლების ფაბრიკა" უკვე ძაან ზედმეტი მოგდის !!!!

ორ დღიანი დუმილის შემდეგ, რომ მოგცეს კურთხევა პასუხის გაცემის გავიგე, თუ სათქმელი გქონდა, რატომ არ უპასუხე ავტორის სატელეფონო ზარებს? პარტიის ოფისში, რომ დადიოდი, მარიამ გაფრინდაშვილი მეძებსო და იმალებოდი, რატომ იმალებოდი?

ახლა მიპასუხე, რა მიზნით იქირავე ოფისი რუსთაველის 12 - ში და რას საქმიანობდნენ ამ ოფისში?

ადამიანების სია, რომელიც გასაჯაროვდა, შენი ოფისის მიერ იყო გადაგზავნილი შენობის დაცვის სამსახურში. ეს ხალხი შენობაში შედიოდა და მუშაობდა, სად მუშაობდნენ?

თუ როგორც შენობის მფლობელს უთხარი, რომ ტურისტულ სააგენტოს ხსნიდი, აქ ტურები იყიდებოდა, სად ირიცხებოდა თანხა რომელსაც ტურების რეალიზების შედეგად იღებდი?

სად არის გადასახადები, რომელსაც მიღებული შემოსავლით ბიუჯეტში იხდიდი?

რომელ კომპანიაში იყვნენ დასაქმებულები ეს ადამიანები? თუ ეს ოფისი იყო ღია და ეწეოდი სამეწარმეო საქმიანობას უნდა გადაგეხადა 17 კაცის ხელფასის საშემოსავლო, წარმოადგინე დოკუმენტები!!!

არსებობენ მოწმეები, რომლებიც ყვებიან, როგორ იბარებდნენ ამ ოფისში და სამსახურს სთავაზობდნენ. ახლა შენით მოყვები დაფაზე ჩამოწერილი გასაშავებელი ადამიანების სიას თუ მე ჩამოვწერო, ის ხალხი ვის წინააღმდეგაც კამპანიას გეგმავდი. კარგი, დავიწყეთ, შენს ნაქირავებ ოფისში დაფაზე, მარკერით ჩამოწერილი გვარებიდან ერთ ერთი იყო TTako Charkviani ახლა მიპასუხე, ტურისტული სააგენტოს სახედ მოიაზრებდი თაკო ჩარკვიანს, თუ გიდობის შეთავაზება გინდოდა?“, - წერს ნოდარ მელაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42