რადიოსამაუწყებლო ლიცენზიების გაცემაზე კომისიას განცხადებით ოთხმა კომპანიამ, ააიპ მედია ცენტრმა „ღია აფხაზეთისათვის“, შპს “რადიო საქართველომ”, შპს ”მომავლის რეკლამამ” და შპს ”ფოლკ-რადიომ”, მომართა.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით შემდეგ სამაუწყებლო ზონებში, შემდეგი სახეობის რადიომაუწყებლობის ლიცენზიების გაცემის მიზნით გამოცხადდა კონკურსი.
ქ. ბათუმში FM 90.1-ზე კერძო სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადდა კონკურსი. ლიცენზიით სარგებლობის ღირებულებაა 8 100 ლარი.
ქ. ბათუმში FM 90.5-ზე კერძო სპეციალიზებული (მუსიკალური) რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადდა კონკურსი. ლიცენზიით სარგებლობის ღირებულებაა 8 100 ლარი.
ქ. ზუგდიდში FM 98.4-ზე კერძო სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადდა კონკურსი. ლიცენზიით სარგებლობის ღირებულებაა 6 682 ლარი და 50 თეთრი.
ქ. ზუგდიდში FM 99.1-ზე კერძო სპეციალიზებული (მუსიკალური) რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადდა კონკურსი. ლიცენზიით სარგებლობის ღირებულებაა 6 682 ლარი და 50 თეთრი.
ქ. ქუთაისში FM 98.1-ზე კერძო სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადდა კონკურსი. ლიცენზიით სარგებლობის ღირებულებაა 8 910 ლარი.
ქ. ქუთაისში FM 98.5-ზე კერძო სპეციალიზებული (მუსიკალური) რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადდა კონკურსი. ლიცენზიით სარგებლობის ღირებულებაა 8 910 ლარი.
ქ. გორში FM 104.0-ზე კერძო სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადდა კონკურსი. ლიცენზიით სარგებლობის ღირებულებაა 6 682 ლარი და 50 თეთრი.
ქ. გორში FM 106.0-ზე კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადდა კონკურსი. ლიცენზიით სარგებლობის ღირებულებაა 6 682 ლარი და 50 თეთრი.
ქ. თელავში FM 98.7-ზე კერძო სპეციალიზებული (მუსიკალური) რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადდა კონკურსი. ლიცენზიით სარგებლობის ღირებულებაა 5 265 ლარი.
ქ. თელავში FM 102.3-ზე კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადდა კონკურსი. ლიცენზიით სარგებლობის ღირებულებაა 5 265 ლარი.
ქ. ყვარელში FM 99.9-ზე კერძო სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადდა კონკურსი. ლიცენზიით სარგებლობის ღირებულებაა 2 227 ლარი და 50 თეთრი.
ქ. ყვარელში FM 104.3-ზე კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადდა კონკურსი. ლიცენზიით სარგებლობის ღირებულებაა 2 227 ლარი და 50 თეთრი.
ქ. ახალციხეში FM 92.1-ზე კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადდა კონკურსი. ლიცენზიით სარგებლობის ღირებულებაა 4 050 ლარი.
გამოცხადებულ კონკურსებში მონაწილეობის მიღების მსურველთა საბუთების მიღება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2013 წლის 23 ოქტომბრის 17:00 საათამდე იწარმოებს. მოსამზადებელი საკონკურსო სხდომა, სადაც კონკურსში მონაწილე პირების დალუქული დოკუმენტაცია გაიხსნება, 2013 წლის 28 ოქტომბერს 13:00 საათზე გაიმართება.
რადიომაუწყებლობის კონკურსის ზეპირი მოსმენის სხდომა, სადაც ყველა კონკურსანტს და დაინტერესებულ პირს საკუთარი მოსაზრებების და პოზიციების დაფიქსირების საშუალება მიეცემა, 2013 წლის 25 ნოემბრის 13:00 საათზე გაიმართება. უშუალოდ საკონკურსო სხდომა კი, სადაც გამარჯვებული კომპანიები გამოვლინდება, 2013 წლის 29 ნოემბერს 13:00 საათზე ჩატარდება.
სალიცენზიო პირობების თანახმად, ცამიტივე სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელისთვის წაყენებული იქნება დღე-ღამის განმავლობაში მაუწყებლობის 12 საათიანი მინიმალური ხანგრძლივობა. ცამეტივე ლიცენზიაზე კონკურსი ცალ-ცალკე ჩატარდება.
მასალის გამოყენების პირობები






