შეხვედრის დროს გაიმართება მსჯელობა იმ მოსალოდნელ საფრთხეებზე რომლიც კასკადის მშენებლობას შეიძლება მოყვეს.
ექპერტების ვარაუდით, კაშხლების მშენებლობა ზეგავლენას მოახდენს, როგორც ბიომრავალფეროვნებაზე, ასევე მშენებლობის არეალში მოქცეულ ეროზიულ და მეწყერსაშიშ ზონებზე, ასევე მინერალური წყლების საბადოების ხარისხისხობრივ და რაოდენობრივ (როგორც წყაროების, ასევე დებეტის) მაჩვენებლებზე, წყალსაცავის შეტბორვის ზონაში მოექცევა მდ. ჭანჭახის აუზის მდინარეების ხეობების ნაწილი, ასევე მდ. ნოწარულას ხეობის დიდი ნაწილი,
მრგავლი მაგიდის შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პროექტში მონაწილე ექსპერტები.
პროექტი „სამოქალაქო მონიტორინგის ხელშეწყობა ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისას“ ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის - საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს, ენერგოეფექტურობის ფონდის, ფონდი - „კავკასიის ეკოლოგია“, ასოციცია „მწვანე ტალღა“ და ასოციაცია „ეკოტეკის“ მიერ, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მხარდაჭერით.
ვერე პალასი, ქუჩიშვილის22/24
მასალის გამოყენების პირობები






