"ჩემს მეგობარ ტურისტს 8 ჭიქა სასმელში 1300 ლარი გადაახდევინეს... გასინჯა და ალკოჰოლის სუნიც არ დაჰკრავდა იმ დასალევს, მიხვდა, რომ აგოიმებდნენ"
სოც.მედია - 13:13, 11 Mar, 2019     3104

სოციალურ ქსელში უჩა აბაშიძე თბილისის ერთ-ერთ კლუბში მომხდარ შემთხვევაზე წერს.

"ხალხო, მეგობარს ,,გაუჩალიჩეს”, ტურისტს, გუშინ. შევიდა სადღაც, ვიღაც გოგოები მისხდნენ, გაეპრანჭნენ, შეუკვეთეს სასმელი. ეს ყველაფერი მოხდა 5-10 წუთში, ძალიან სწრაფად – ეს ჯერ ისე ელაპარაკებოდა, გამარჯობას ეუბნებოდა. ისინიც ენას ითრევდნენ, გამოიყურებოდნენ მის თვალში ნორმალურ გოგოებად.

შეუკვეთეს სულ 8 ჭიქა რაღაც, მერე ამას რაღაც არ ,,გაუსწორდა”, ანგარიში მოითხოვა და მოუტანეს ეს ანგარიში (1308 ლარი).

ამან რომ ამოიღო ხმა, ეგრევე იქ გაჩნდა დაცვა და გაქრნენ გოგოები. გასაგები იყო, რომ გააცურეს, შემეშინდა კიდეცო, გადაიხადა და წამოვიდა. თვალებს რაც მეტს დავხუჭავთ, მეტი მოხდება ასე და მეტი ტურისტი დაგვიკიდებს ყ@@@ე.

ჰოდა, რა შეიძლება გავაკეთო? ხომ მომხდარა ასეთები, არსებობს ეს ჩეკი და არსებობს საბანკო ამონაწერი, თვითონ ფიქრობს, რომ გოგოები სქემის ნაწილი იყვნენ. სასმელი, რასაც ის გოგოები უკეთავდნენ, ძალიან ბანძი იყოო და არაფერი ისეთიო (გემო გავუსინჯე, რომ მოჰქონდათო). უცებ არც მიფიქრია, რომ რამე ისეთი იქნებოდაო – 8 ჭიქაში 1300 ლარი!

ჰოდა, ან გოგოები არიან ,,მისახედი” თაღლითობისთვის, ან ,,ზავეძენია” კი არა – ხომ გასაგებია, რომ შეთქმულებაში არიან ორივე. მომეხმარეთ, სად მივდგე და ვის, ,,პროსტა” პრინციპის გულისთვის, რომ არსებობს ტურისტებზე ფულის კეთება და არსებობს მერე ეს. ტაქსის მძღოლმა რომ თბილისის ზღვაზე აიყვანა ტურისტი, 300 დოლარი გამოართვა და ესაა ბათუმიო, უთხრა, ეგ პონტია. ამათმაც რაღაც წყალი დაუსხეს და 1300 ლარი დაუწერეს.

პ.ს. კლუბს ადრე ერქვა ,,მასკარადი”, ახლა ჰქვია ,,ქალაქური კლუბი”, არ არის რესტორანი ქალაქური,

სასმელი იყო ,,მასკარადი”.

პირველი შეკვეთა ჯინ-ტონიკის და ვისკის გააკეთა თვითონ, შემდეგ ყველაფერს უკვეთავდა ,,ქართველი” გოგონა, ისე რომ ამას არც გაუგია, რას უკვეთავდა. რომ გასინჯა და ალკოჰოლის სუნიც არ დაჰკრავდა იმ დასალევს, მიხვდა, რომ აგოიმებდნენ და მოითხოვა გადახდა და წამოსვლა" - წერს აბაშიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42