გუნავა: მიღებული დირექტივით, ზუგდიდში თხილი „ივანიშვილის ქარხანაში“ უნდა ჩააბარონ
საზოგადოება - 13:23, 23 Sep, 2013     5478

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი თენგიზ გუნავა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე აქვეყნებს განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში სამეგრელოში თხილის სესასყიდი ფასის დაწევა ხელოვნურმა ცარევამ განაპირობა და ამაში პრემიერმინისტრის გარემოცვას ადანაშაულებს.

განცხადებაში, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ პრემიერმინისტრის გარემოცვასთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა ზუგდიდში ადგილობრივი თხილის შემსყიდველები შეკრიბა და მათ დირექტივები მისცა:

„ნიუპოსტი“ თენგიზ გუნავას განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„აღსანიშნავია, რომ ახალი მთავრობის წარმომადგენლების, მისი მეთაურის, პრემიერმინისტრის არაერთგზის განცხადების მიუხედავად იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ბიზნესი თავისუფალი იქნებოდა, რეალობა სულ სხვაგვარია.

ამჯერად თქვენი ყურადღება მინდა შევაჩერო ბიზნესის იმ სახეობაზე, რომელზეც პირდაპირაა დამოკიდებული სამეგრელოს და არამარტო სამეგრელოს მოსახლეობის ოჯახების ფინანსური მდგომარეობა.

დღეს, როცა შეჩერებულია მიმდინარე მშენებლობები და ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია სამეგრელოში, როცა არათუ არ შექმნილა ახალი სამუშაო ადგილები, არამედ უკვე არსებულიც კი გაქრა, რეგიონის მოსახლეობა უდიდეს იმედს ამყარებდა საკარმიდამო ნაკვეთებზე მოწეულ თხილის მოსავალზე, რომელსაც უამრავი ოჯახი ნაწილ-ნაწილ, საჭიროების მიხედვით ჰყიდის, რათა ზამთარს მომზადებული შეხვდეს და, ელემენტარულად, ყოველდღიურ პრობლემებს გაუმკლავდეს.

აქედან გამომდინარე, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ერთი კილოგრამი თხილის საბაზრო ღირებულება, რომელიც დღითიდღე ეცემა: სულ რაღაც სამი დღის წინ შესასყიდი ფასი 3.20 ლარი იყო, დღეს კი 2.80 გახდა, რაც, ბუნებრივია, მოსახლეობის შეშფოთებას იწვევს.

სამწუხაროდ, უნდა გითხრათ, რომ თხილის ფასის დაწევა, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, გამოწვეულია ხელისუფლების წარმომადგენლებთან, კერძოდ, პრემიერმინისტრის გარემოცვასთან დაახლოებული პირების უხეში ჩარევით ადგილობრივ ბიზნესში.

კერძოდ, ჩვენი ინფორმაციით, 21 სექტემბერს ზუგდიდში იმყოფებოდა პრემიერმინისტრის გარემოცვასთან დაახლოებული ბიზნესმენი, ორგანიზაცია „მსოფლიო ტექნიკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ზვიად ბრეგვაძე, რომელმაც შეკრიბა ადგილობრივი თხილის შემსყიდველი ბიზნესმენები და მათ ორი მკაცრი მითითება მისცა: თხილის შესყიდვის ფასის დაწევისა და დიდი რაოდენობით თხილის მხოლოდდამხოლოდ ზუგდიდის ერთ თხილის ქარხანაში ჩაბარების შესახებ, რომელსაც ზუგდიდელები „ივანიშვილის ქარხანას“ უწოდებენ.

21 სექტემბერს ჩატარებულ „თათბირს“ კი მოჰყვა ის, რომ მეორე დღესვე თხილის შესასყიდმა ფასმა საგრძნობლად დაიწია, რაც ადგილობრივი მოსახლეობის გულისწყრომას იწვევს.

კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს, რომ თხილის მოსავლის რეალიზაციის თემა განსაკუთრებით სენსიტიურია სამეგრელოს მოსახლეობისთვის და მოვუწოდებთ მთავრობას, მიიღოს გადამჭრელი ზომები ადგილობრივ ბიზნესში მსგავსი მეთოდებით ჩარევის აღსაკვეთად“, - წერს „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაში თენგიზ გუნავა.

შენიშვნა: "ლაივპრესის" ფოტო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42