Facebook-ი აღარ განათავსებს მომხმარებელთა პირად მონაცემებს იმ ქვეყნების სერვერებზე, სადაც არ იცავენ ადამიანის უფლებებს - მარკ ცუკერბერგი
სოც.მედია - 13:36, 07 Mar, 2019     1430

Facebook-ის დამფუძნებლის მარკ ცუკერბერგის განცხადებით, 2 წლის განმავლობაში სოცქსელი აპირებს მთავარი აქცენტი მომხმარებელთ პირადი მონაცემების უსაფრთხოების დაცვაზე გააკეთოს. ამის მისაღწევად შეიქმნება სპეციალური მექანზმი,. რომლის მეშვეობითაც მიმოწერა 2 ადამიანს შორის დაშიფრული იქნება.

ამას გარდა, ცუკერბერგის განცხადებით, Facebook-ი აღარ განათავსებს მომხმარებელთა პირად მონაცემებს იმ ქვეყნების სერვერებზე, სადაც არ იცავენ ადამიანის უფლებებს და არის აზრის თავისუფალი გამოხატვის პრობლემა. ამასთან, კომპანიამ უხეში დარღვევების გამო შეიძლება ეს ქვეყნები საერთოდ დაბლოკოს.

მისი თქმით, 2019 წლის ბოლომდე კომპანია მიმოწერის დაშიფვრის end-to-end encryption ფუნქციას გააქტიურებს არამარტო Facebook Messenger-ში, არამედ WhatsApp-ზე და Instagramm-ზეც.

"სოცქსელები ეხმარება ადამიანებს ურთიერთობა დაამყარონ მეგრობრებთან და იმ საზოგადოებებთან, რომლებიც მათს ინტერესში შედის, ეს ქალაქის მთავარი მოედნის ციფრული ანალოგია. მაგრამ მათ სურთ ეს ურთიერთობა პრივატული დარჩეს, მისაღები ოთახის ციფრული ანალოგის მსგავსად," - წერს ცუკერბერგი.

იგი აღიარებს, რომ ბოლო პერიოდში სოცქსელები რეპუტაცია შეილახა ჰაკერების მიერ პირადი მონაცემებისა და მიმოწერების გატეხვის გამო.

"ჩვენ აღარ შევინახავთ მონაცემებს იმ ქვეყნებში, რომელთაც ადამიანის უფლებების დაცვის, პირად ცხოვრების ხელშეუხებლობისა და აზრის თავისუფლად გამოხატვის საკითხებშ პრობლემებიაქვთ. ამ პრინციპების დაცვა ჩვენი სერვისების ამგვარი ქვეყნებისთვის დაბლოკვის შესაძლებლობასაც არ გამორიცხავს," - აცხადებს ცუკერბერგი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42