საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „Fitch“-მა „საპარტნიორო ფონდის“ რეიტინგი „BB/სტაბილურამდე“ გაზარდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:54, 07 Mar, 2019     2037

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „Fitch“-მა „საპარტნიორო ფონდის“ საქმიანობა დადებითად შეაფასა და 2019 წლის სარეიტინგო ანგარიშში ასახა. „Fitch“-მა ფონდის მაჩვენებელი გააუმჯობესა და "BB-“ - დან „BB/სტაბილურამდე“ გაზარდა.

სახელმწიფოს უმსხვილესი საფინანსო ინსტიტუტის რეიტინგის ზრდა ინვესტორებისთვის სერიოზული სიგნალია. „საპარტნიორო ფონდთან“ თანამშრომლობა პოტენციური პარტნიორებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი ხდება. Fitch“-ის მიერ „საპარტნიორო ფონდისთვის“ რეიტინგის „BB/სტაბილურამდე“ გაზარდა საქართველოში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმების ეფექტიანობას ადასტურებს, რაც ქვეყნის საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაზე აისახება.

„Fitch“-ის ანგარიშში საუბარია საქართველოს პოზიციონირებისა და „საპარტნირო ფონდის“ როლის შესახებ. კერძოდ, ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან ისეთ სექტორებში, როგორებიც არის სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, მრეწველობა, უძრავი ქონება და ტურიზმი.

„Fitch“-ის 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, კერძო და სახლმწიფო ფონდების ოპერირების ნაწილში „საპარტნიორო ფონდის“ სტრუქტურა, მენეჯმენტი და ოპერირების არეალი დადებითად არის შეფასებული. აღსანიშნავია, რომ „Fitch“-ის რეიტინგებში „საპარტნიორო ფონდის“ რეიტინგი ყოველწლიურად უტოლდება საქართველოს სუვერენულ რეიტინგს და ამჟამად იგი "BB" -ს შეადგენს.

მნიშვნელოვანია, რომ „საპარტნიორო ფონდისთვის“ ამ ეტაპზე „BB /სტაბილური პროგნოზით“ წარმოადგენს მაქსიმუმს, რაც შეიძლება მიღწეულ იქნას „Fitch“-ისგან, გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევებისა, როდესაც სახელმწიფო საწარმო თავად სახელმწიფოზე მჭიდროდაა ინტეგრირებული საერთაშორისო ბაზრებთან. მნიშვნელოვანია, რომ ფონდის მსგავსი ტიპის საწარმოებისთვის სუვერენული რეიტინგი ზედა ზღვარს წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „Fitch“-მა საქართველოს პოზიციონირება გააუმჯობესა და "BB-" დან “BB”-ზე დააფიქსირა „სტაბილური პროგნოზით“. „ქვეყნის დიდი წარმატება“, - ასე აფასებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „Fitch“-ის მიერ საქართველოს პოზიციის „BB“ დონემდე გაზრდას.

„დღევანდელი მონაცემებით, ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა ფართო რეგიონში, რომელიც „Fitch“-ის რეიტინგში დაწინაურდა. ეს დაწინაურება ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ეკონომიკა უფრო მეტად კონკურენტუნარიანია, ჩვენ შევძლებთ მეტი ინვესტიციის მოზიდვას და მეტი სამუშაო ადგილის შექმნას; ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ეკონომიკაში უკვე ნაკლები რისკი გვაქვს, რაც აისახება იმაზე, რომ საპროცენტო განაკვეთები კრედიტებზე კიდევ უფრო გაიაფდება",- განაცხადა ბახტაძემ.

„Fitch“-ი „Moody’s“-ის შემდეგ მეორე შემფასებელია, რომელმაც საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი გაუუმჯობესა. საქართველოს საინვესტიციო რეიტინგის მიღებამდე 2 საფეხური აკლია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42