"სად არის თქვენი შვილი ახლა, რომელიც ამბობდა, რომ დედა დაუთმო საქართველოს... დედა მე წამართვა თქვენმა ძალადობრივმა საარჩევნო კამპანიამ" - ბაჩანა შენგელია სალომე ზურაბიშვილს
სოც.მედია - 15:07, 06 Mar, 2019     7479

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს პარლამენტის წინაშე ანგარიშით წარსდგა.

პრეზიდენტის გამოსვლას სოციალურ ქსელში ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, გარდაცვლილი ია კეზაიას შვილი ბაჩანა შენგელია ეხმაურება.

“ქალბატონო სალომე, თქვენ წინასაარჩევნო აგრესიულ კამპანიას შეეწირა ქალბატონის სიცოცხლე ზუგდიდში. ამის თაობაზე გვაქვს აბსოლუტტურად ყველა მტკიცებულება, მათ შორის ია კერზაიას ინტერვიუ, რომელიც ჩაწერილია გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე.

თქვენ დღეს გაქვთ ანგარიშის წარდგენა საქართველოს პარლამენტში და იქნებ სადმე, როდესმე მაინც გეხსენებინათ ია კერზაიას საქმე, უბრალოდ გეთხოვათ საგამოძიებო უწყებისთვის გამოეძიებინა ეს საქმე. ნუთუ ვერ გრძნობთ, რომ ეს საქმე მანამ იქნება თქვენს კარიერაში დიდ შავ ლაქად, სანამ სავარაუდო დამნაშავეები, ყველა უკლებლივ, მიხეილ ბატიაშვილის ჩათვლით არ იქნებიან გასამართლებული კანონის მთელი სიმკაცრით?

საქმემ არ დაგაინტერესათ, ქალურმა სოლიდარობამ მაინც არ არ გაიღვიძა თქვენში? გეკითხათ მაინც ვინ იყო, რა საქმეები უკეთებია, რამდენი თაობა გაუზრდია და რას გრძნობენ ახლა მისი ოჯახის წევრები. არ იყო თქვენი ჩამოსვლა ზუგდიდში გულწრფელი და გიგა ოთხოზორიას სახლში მოსვლა, იას სახლშიც უნდა მისულიყავით. საერთოდ რომ გამოვრიცხოთ პოლიტიკური დევნა, უბრალოდ როგორც ქალს, რომელსაც პრეზიდენტი პოსტი გიკავიათ, ასეთი ადამიანის გარდაცვალება ოდნავ მაინც არ მიიტანეთ გულთან ახლოს?

და ბოლოს, სად არის თქვენი შვილი ახლა, რომელიც ამბობდა, რომ დედა დაუთმო საქართველოს და რომელიც სამარცხვინოდ, დებატებში იწვევდა თქვენი კონკურენტის შვილს? დედა მე დავუთმე საქართველოს, ის შეეწირა იმ ღირებულებებს და პრინციპებს რასაც ქვეყნის, საკუთარი საქმის და მომავალი თაობის სიყვარული ქვია. მე წამართვა დედა თქვენმა ძალადობრივმა საარჩევნო კამპანიამ და თქვენ ახლა პრეზიდენტის რანგში გამოდიხართ პარლამენტში, მე კი მის დანატოვარ ნივთებს და ფოტოსურათს ვეფერები. ნუთუ ეს არის სამართალი?

არ არის ეს სამართალი, არა”, - წერს ბაჩანა შენგელია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42