ახალი თაობის „RAV4“ და „Corolla“ – „ტოიოტას“ სტანდარტად ქცეული წარმატება და ტესტდრაივი ჟურნალისტებისთვის
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:55, 07 Mar, 2019     2413

1 მარტს, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე ხალხმრავლობა იყო - ქართული და სომხური წამყვანი მედიის წარმომადგენლები მოუთმენლად ელოდნენ ახალი თაობის „RAV4“-ისა და „Corolla“-ს პრეზენტაციის დაწყებას. ზუსტად დათქმულ დროს სცენაზე „ტოიოტა კავკასიის“ (TCA) წარმომადგენელი ავიდა და ჩვენც, ჟრნალისტები საინტერესო სიახლეების მოსასმენად მოვემზადეთ, თან წამდაუწუმ საათზე ვიყურებოდით, რადგან ერთი სული გვქონდა, ის, რასაც თეორიულად მოვისმენდით, პრაქტიკულადაც შეგვემოწმებინა, ანუ წინ დიდი სიამოვნება გველოდა - ახალი თაობის „RAV4“ და „Corolla“ უნდა დაგვეტესტა. „ტოიოტას“ ახალი თაობის მართვა, მართლაც, დიდი სიამოვნებაა, თუმცა იმისთვის, რომ ეს სიამოვნება იგრძნოთ, ჯობია, ჯერ აღნიშნული ავტოების მონაცემებს გაეცნოთ.

მაშ, ასე, დავიწყოთ ახალი თაობის „ტოიოტა კოროლათი“ და ვიგრძნოთ სტანდარტად ქცეული წარმატება!

2019 წელს, „ტოიოტამ“ მსოფლიოს ლეგენდარული სედანის მე-12 თაობა წარუდგინა. ახალი და გაუმჯობელებული 1.6-ლიტრიანი ბენზინის ძრავის გარდა, ახალი „კოროლა“ პირველად იქნა აღჭურვილი 1.8-ლიტრიანი თვითდამუხტვადი ჰიბრიდული ძრავით.

„კოროლა“ აგებულია „ტოიოტას“ მოწინავე TNGA საინჟინრო პლატფორმაზე, რის შედეგადაც მისი მართვა, მართლაც, სასიამოვნო გამოცდილებაა. უფრო ხისტი ძარის და სიმძიმის დაბალი ცენტრის ერთობლიობა მოსახვევებში ძარის განივ დახრას ამცირებს, ორბერკეტიანი საკიდარი კი უფრო ეფექტურ ამორტიზაციას უზრუნველყოფს, რაც მგზავრობას, რასაკვირველია, მეტად კომფორტულს ხდის.

ასევე, აღსანიშნავია, რომ „ტოიოტას“ ინჟინრებმა, ხანგრძლივი მგზავრობისას დაღლილობის შესამცირებლად, ახალი თაობის „კოროლაში“ მძღოლის სხეულის მდგომარეობის ოპტიმიზაციაც იზრუნეს.

თუ თქვენ კომპრომისები არ გიყვართ, მაშინ მერწმუნეთ, ახალი თაობის „ტოიოტა „RAV4“ ნამდვილად თქვენი ავტომობილია. დიახ, „RAV4“ - ეს არის მართვა და ცხოვრება კომპრომისების გარეშე!

ახალი, ანუ მეხუთე თაობის „RAV4“ გაუმჯობესებული შესაძლებლობებისა და უსაფრთხოების ერას წარმოგვიდგენს, რომელიც „ტოიოტას“ უახლესი პლატოფრმის - GA-K-ს დამსახურებაა.

დაბალი გრავიტაციული ცენტრისა და მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული სიმკვრივის კორპუსის მქონე ახალი „RAV4“ პირდაპირ მიანიშნებს ახალ ერაზე. უკეთესი მართვადობის, კომფორტული მგზავრობის, ტევადი ინტერიერისა და თავის კლასში წამყვანი საბარგულის მოცულობის (580 ლიტრი) გარდა, ახალი თაობის „RAV4“-ს იმის თავისუფლებაც აქვს, რომ ძლიერ, დაბალსახურავიან და თვალისმომჭრელ დიზაინთან ერთად, თავი უჩვეულოდ მაღალი ძარითაც მოიწონოს.

აი, ახალი თაობის „RAV4“ -ის თავიდან ბოლომდე უმაღლესი ხარისხის მატერიითა და მასალებით შექმნილი სალონი კი ნამდვილი ამქვეყნიური სამოთხეა!

პრეზენტაციაზე „ტოიოტა საქართველოს“ წარმომადგენლებმა ჟრნალისტებს „ტოიოტას“ უსაფრთხოების სისტემაც დეტალურად გააცნეს და ჩვენ, ყველანი კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ „ტოიოტა“ მუდამ ავტომობილის უსაფრთხოების ძიებაშია.

ყველაზე მნიშნელოვანი კი ის არის, რომ 2019 წლიდან, „ტოიოტას“ უსაფრთხოების ეს ტექნოლოგია საქართველოშიც გამოჩნდება. „ტოიოტას“ უსაფრთხოების სისტემით აღჭურვილი კომპლექტაცია ახალი თაობის „კოროლას“, ახალი თაობის „RAV4“-ს, „კამრის“ ჰიბრიდს, C-HR-სა და LC 200-ს აქვთ.

რაც შეეხება „ტოიოტას“ ჰიბრიდებს, ცნობილია, რომ „ტოიოტამ“ პირველი ჰიბრიდი 20 წლის წინ გამოუშვა და ამ ხნის განმავლობაში, როგორც ჰიბრიდული ტექნოლოგიების ლიდერი, თავის ინოვაციურ, თვითდამუხტვად ჰიბრიდულ ავტომობილები სრულყოფილებამდე დახვეწა. შედეგად, დღეს „ტოიოტას“ აქვს მოდური, მოქნილი და ეფექტური ჰიბრიდული მოდელების უპრეცედენტო ასორტიმენტი, რომელიც ცხოვრების ნებისმიერ სტილს ერგება.

ამ დროის განმავლობაში, „ტოიოტამ“ მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია ეფექტურობაში, საიმედოობასა და სიმძლავრეში. სწორედ ამის გამოა, რომ მძღოლების უმეტესობა „ტოიოტას“ ჰიბრიდს უპირობოდ ენდობა - მსოფლიოში 12 მილიონზე მეტი ადამიანი არჩევანს სწორედ „ტოიოტას“ ჰიბრიდზე აკეთებს!

ახალი თაობის „RAV4“-ს, „Corolla“-ს და „ტოიოტას“ უსაფრთხოების სისტემის ამომწურავი პრეზენტაცია დასრულდა და ტესტდრაივის დროც დადგა.

„ახალი თაობის „Corolla“ კარგად იქცევა, ამიტომ არ მოერიდოთ წინააღმდეგობებს“ - გვეუბნებიან „ტოიოტა საქართველოს“ წარმომადგენლები და ახალი თაობის „Corolla“-სთნ პირისპირ გვტოვებენ!.. ძრავი იქოქება და გრძნობ, რომ მართვა არათუ სიამოვნება, არამედ, თავისუფლებაცაა!

„გამორჩეულია!“ „მოდურია!“ „პრესტიჟლია!“ - ასე აფასებენ ტესტდრაივის მონაწილე ჟრნალისტები „ტოიოტას“ ახალი თაობის „Corolla“-ს და მართვის ემოციებს ვეღრ იკავებენ.

არანაკლებ ემოციაშ არიან ის ჟრნალისტებიც, რომლებმაც ახალი თაობის „RAV4“ ოფროუდში გამნოსცადეს. მართალია, ოფროუდში „RAV4“ -ს, უსაფრთხოების მიზნით, „ტოიოტას“ წარმომადგენლები მართავდნენ, მაგრამ ამ ავტოთი მგზავრობაც მართვაზე არანაკლები სიამოვნება!

ერთი სიტყვით, თუ გინდათ, რომ მართვის სიამოვნება და მართისას თავისუფლება იგრძნოთ, ბევრი ფიქრი აღარ გინდათ - ახალი თაობის „RAV4“ და ასევე, „Corolla“-ც ნამვდილად თქვენი ავტომობილია!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42