"ღარიბაშვილისნაირ უიღბლო ფრანკენშტაინებს მაშინ უხმობენ, როცა აწმყო ეცლებათ ხელიდან"
სოც.მედია - 11:13, 06 Mar, 2019     1135

მწერალი ლაშა ბუღაძე Facebook-ზე ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას ეხმაურება:

"ვინმე ღარიბაშვილის "დაბრუნება" მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს (ანკი მართლაც ვინაა, განსაკუთრებულ რამეს რომ ნიშნავდეს): ივანიშვილის წასვლას. ასეთ უიღბლო პოლიტიკურ ფრანკენშტაინებს ხომ მაშინ გამოიხმობენ ხოლმე, როცა აწმყო ეცლებათ ხელიდან. არაფორმალური მმართველი ახლა ისტორიულ ჩიხში აღმოჩნდა და მისი პოლიტიკური საათის ისრები არა წინ, არამედ უკან მიიწევს, თუმცა რაკი ის ხელისუფლების მფლობელის ჩვეული ისტერიკით ეპოტინება ძალაუფლებას (ოღონდ როგორც გამორჩეულად უნიჭო და უგემოვნო პოლიტ-სუბიექტი - ქართული პოლიტიკური რეალობის სტანდარტებითაც კი), როგორც ჩანს, მანამდე არ გაეცლება ქართულ პოლიტიკურ ველს, სანამ მოგლეჯილი ხეებისგან შეკრული ბირნამის ტყე არ დაიძვრება მისკენ, რადგან დროსთან ომი 100 დღით დაბრუნებულ ნაპოლეონს ვერ მოუგია და ეჭვი მეპარება, აუხსნელად მოყვანილ-გაგდებულ-ისევ მოყვანილმა ჰაკიმ-ფაშამ მოუხერხოს რამე...

"- წერს ბუღაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42