უფლებადამცველი ირაკლი კაკაბაძე „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ იგი აგრძელებს ბრძოლას იმისთვის, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ საზოგადოებას ეკუთვნოდეს:
„საზოგადოებრივი მაუწყებელი ქართველი ხალხისგან იმსახურებს ფუნას... ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტელევიზია, საზოგადოებისა იყოს. არ შეიძლება "პოლიტიკური პროსტიტუტკები" მართავდნენ ტელევიზიას.
კვესიტაძე და პაიჭაძე არიან ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში დემაგოგიით წამლავდნენ მოსახლეობას. ისინი იყვნენ სანიმუშო საპოლიციო ჟურნალისტები... თუმცა, პრობლემა მხოლოდ მათში არ არის, მთელი არხის მეშვეობით საქართველოს მოსახლეობას ატყუებდნენ.
ეს უნდა დამთავრდეს, ამოვიდა ყელში. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ისინი პოლიტიკურად დავასამაროთ. თუ მოინანიებენ ჩადენილს, შეიძლება რომელიღაც კერძო, პატარა არხზე რადიოგადაცემების წამყვანებად მუშაობის უფლება მივცეთ. ისე, ნამუსი რომ ჰქონდეთ, თავად უნდა ერიდებოდნენ სახის გამოჩენას“, - აცხადებს კაკაბაძე.
მასალის გამოყენების პირობები






