ხორავას ქუჩაზე მოკლული დათუნა სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მირზა სუბელიანს სოციალური ქსელიდან მიმართავს"
"ერთი წელი!!!!
ორი წელი!!!!
სამი წელი!!!!
.........
მე რამდენი წელი დავითვალო იქნებ ეგეც თქვა შენც და შენმა დამქაშებმა,
რამდენ წელში ვნახავ შენი შვილის და შენი ნათესავებისგან მოკლულ შვილს.
კაცი რო ყოფილიყავი კაცურად მოიქცეოდი და აღიარებდი ყველაფერს.
მაგრამ შენ და შენ გარემოცვას კაცობა სად გაგაჩნიათ,თქვენთვის კაცობა და ადამიანობა უცხო ხილია და ზუსტად ადასტურებ ამ ჩანაწერებში რაც ხარ.
არაერთხელ უწოდე საკუთარ თავს რაც ხარ!!!!
საკუთარ სიცოცხლეს დავთმობდიო რო გაიძახი და ცდილობ უდანაშაულო ბატკანი გამოიყვანო თავი!!!!
სიამოვნებით დავთმობდი ჩემ სიცოცხლეს ჩემი შვილი რომ გადარჩენილიყო,მაგრამ შენმა შვილმა და მისმა დეიდაშვილმა წამართვა მისი სიცოცხლე.
შენ და შენმა ოჯახმა წამარტვა და უსაზღვროდ დამაშორა ჩემს შვილს.
შენ არავისთვის არ გაწირავ თავს,იმიტო რო ლაჩარი ხარ და ლაჩართა ხვედრი ღირსეულ ხალხთან ცხოვრება არაა!!!
მე კი შენგან განსხვავებით ჩემი დაჩეხილი შვილისთვის არაფერი მენანება.
არ მენანება საკუთარი თავი და არ მენანება არავინ.
შენი შვილები ჰაერს სუნთქავენ,ჩემი უსულოდ მიწის ქვეშ ლპება.
შეუთანხმდი სასტავს????
მაგრამ გავიწყდება, რომ მე ჯერ ისევ ცოცხალი ვარ!!!!
და სანამ ცოცხალი ვარ არ მოგასვენებ არც შენ და არც შენ დამპალი თესლზე აღმოცენებულ შთამომავლობას.
შენ უნდა უყურო შენი თვალით რაც მოხდება და რა ბედი ელის შენს მიერ ხელდაფარებულ ახლობლებს ნათესავებს და ოჯახის წევრებს.
შენ შენი შვილები შენივე ხელით მოკალი და ჩააძღლე.
მალე დადგება დრო,შენივე ხელით როგორ გაინადგურებ მომავალს რომელიც უკვე აღარ გაგაჩნია.
ვინმეს უნახავს დამპალ თესლზე საღი მოსავალი მოსულიყოს???
დროის ათვლა დაწყებულია და მალე დასასრულის ზარიც დარეკავს!!!!
მასალის გამოყენების პირობები






