როდის დაიწყება 2019 წლის ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია
განათლება - 19:02, 05 Mar, 2019     2623

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაციის დაწყებისა და აბიტურიენტთა ცნობარის გამოქვეყნების საკითხი დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების მთავარი კითხვაა.

როგორც ცნობილია, ცნობარის გამოქვეყნება და რეგისტრაციის დაწყება ყოველ წელს ერთსა და იმავე დროს ხდება.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში EDU.ARIS.GE-ს განუმარტეს, აბიტურიენტებმა რომლებიც წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასვლას გეგმავენ თვალი უნდა ადევნონ გამოცდების ცენტრის ვებგვერდს, სადაც რეგისტრაციის პირველი ეტაპის შესახებ ინფორმაცია სავარაუდოდ 10 მარტის შემდეგ 10, 11, 12 მარტისთვის გამოქვეყნდება. ამასთან, უნდა გამოქვეყნდეს აბიტურიენტის ცნობარიც, რომელიც ეხმარება აბიტურიენტს სასურველი უმაღლესი სასწავლებლისა და საგანმანათლებლო პროგრამების შერჩევაში.

რაც შეეხება იმ პირებს, ვინც მიიღო უწყება სამხედრო კომისარიატში გამოძახების შესახებ, მაგრამ გეგმავენ ეროვნულ გამოცდებზე გასვლას, მას შემდეგ რაც რეგისტრაციას გაივლიან, შესაძლებლობა ექნებათ, გამოცდების ცენტრისგან აიღონ ცნობა იმის თაობაზე, რომ ისინი არიან რეგისტრირებული ეროვნულ გამოცდებზე და დოკუმენტი წარადგინონ შესაბამის დაწესებულებაში.

შეგახსენებთ, რომ წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები უცვლელი ფორმატით ჩატარდება. მათ შორის ისევ სავალდებულო იქნება ზოგადი უნარების გამოცდის ჩატარებაც. ცვლილებები შეეხო რამდენიმე საგნის ტესტურ დავალებებს. კერძოდ, ქართულს, ლიტერატურას, უცხოურ ენებსა და გეოგრაფიას. ამ ცვლილებების მიუხედავად, არ შეიცვლება მინიმალური კომპეტენციის პროცენტული ზღვარი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42