"გატეხილი გულის სინდრომი", რომელზე პასუხისმგებელიც ადამიანის თავის ტვინია
ჯანმრთელობა - 16:40, 05 Mar, 2019     8568

რაიმე სამწუხარო მოვლენამ ადამიანს შეიძლება გული ატკინოს, მაგრამ "გატეხილ გულზე" პასუხისმგებელი, ექიმების დასკვნით, ადამიანის თავის ტვინია.

შევიცარიელმა მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, დაავადებაზე, რომელსაც "გატეხილი გულის სინდრომი" ეწოდება.

ეს სინდრომი შეიძება ფსიქოლოგიურმა სტრესმა გამოიწვიოს, კერძოდ განვითარდეს გულის უკმარისობა, ან გულის არეში ტკივილების შეგრძნება, რაც ელექტროკარდიოგრამაზეც გამოვლინდება და ძლაიან წააგავს მარცხენა პარკუჭის წინა კედლის მიოკარდიუმის ინფარქტს.

სრული სურათი, თუ როგორ ვითარდება ეს პროცესი, ჯერჯერობით ცხადი არ არის, მაგრამ შვეიცარიელი ექიმები ვარაუდობენ, რომ "გატეხილი გულის სინდრომს" იწვევს ადამიანის ტვინის რეაქცია მკვეთრად ნეგატიურ ემოციაზე, მაგალითად ახლობელი ადამინის სიკვდილი, ან საყვარელ ადამიანთან განშორება. თუმცა, ეს სინდრომი შეიძლება ძლიერმა სასიხარულო მოვლენამაც გამოიწვიოს - ქორწინებამ, ან ახალი სამსახურის დაწყებამ.

პირველად ეს დაავადება 1990 წელს იაპონელმა მეცნიერმა ჰიკარუ სატომ აღწერა და მას "ტაკოცუბოს კარდიომიოპათია" უწოდა. ("takotsubo" - იაპონური ჭურჭელია, მრგვალი ძირით და ვიწრო ყელით).

ეს სინდრომი განსხვავდება ჩვეულებრივი გულის შეტევისგან, როდესაც გულის კუნთისთვის სისხლის მიწოდების ბლოკირება ხდება, რომელიც კორონალურ არტერიებში თრომბის არსებობით არის გამოწვეული. თუმცა, ამ ორ დაავადებას ბევრი საერთო სიმმპტომი აქვს" გაძნელებული სუნთქვა და ტკივილები გულის არეში.

"გატეხილი გულის სინდრომი შეიძლება იყოს დროებითი და გულის კუნთი აღდგეს რამდენიმე დღეში, კვირაშ ან თვეში, მაგრამ შესაძლოა მან ფატალური შედეგიც გამოიწვიოს.

სინდრომის ამომწვევი ზუსტი გმიზეზები ჯერ დადგენილი არ არის, მაგრამ ივარაუდება, რომ ის შეიძლება დაკავშირებული იყოს სტრესის ჰორმონები დონის ზრდასთან, მაგალითად ადრენალინის მომატებასთან.

ციურიხის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა, ელენე გადრის ხელმძღვანელობით, შეისწავლეს 15 პაციენტის თავის ტვინის აქტივობა, რომელთაც "გატეხილი გულის სინდრომის დიაგნოზი ჰქონდათ დასმული.

ტომოგრაფიამ აჩვენა, რომ მათი თავის ტვინის აქტივობა გაცილებით განსხვავდება იმ 39 ადამიანის ტვინის აქტივობისგან, რომლებიც ჯანმრთელები იყვნენ.

"ემოციები ფორმირდება ადამიანის ტვინში, შესაბამისად, სავარაუდოა, რომ ეს დაავადებაც ფორმირდება ტვინში, რომელიც შემდეგ სიგნალებს გულს გადასცემს," - აცხადებენ მეცნიერები და მექანიზმის შესასწავლად კვლევის გაგრძელებას აპირებენ.

აღსანიშნავია, რომ შვეიცარიელ ექიმებს არ ჰქონდათ "გატეხილი გულის სინდრომით" დაავადებული პაციენტების ტვინი ტომოგრაფიული სურათი იმ დრომდე, სანამ მათ ეს დაავადება დაემართებოთდათ. ამიტომ, ისინი ჯერჯერობით დარწმუნებით ვერ ამბობენ, თავის ტვინის გარკვეულ სექტორებს შორის კავშირების შეზღუდვა გამოწვეულია "გატეხილი გულის სინდრომით", თუ პირიქით, ამ კავშირების შეზღუდვამ გამოიწვია დაავადება. სწორედ ამ მიმართულებით აპირებენ ექიმები კვლევების გაგრძელებას.

"ეს კვლევები გაარკვევენ, რა როლს თამაშობს ტვინი სინდრომის განვიტარებაში და რატომ ავადდება ამ სინდრომით ზოგიერთი ადამიანი, და ზოგი კიდევ - არა," - აცხადებს ბრიტანელი მეცნიერი ჯოზეფ როუზი, რომელიც შვეიცარიელი ექიმების დასკვნებს გაეცნო.

თუმცა, შვეიცარიელთა გამოკვლევებმა გარკვეულწილად დაადასტურა ექიმების დიდი ხნის მოსაზრება რომ ტაკოცუბოს კარდიომიოპათიის ფორმირებში დიდ როლს სწორედ თავის ტვინი თამაშობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42