„საზოგადოებრივ მაუწყებელს“ ახალი სახელი, „საზოგადოებრივი მოუწყობელი“ აქვს“, - გაზეთი „კვირის პალიტრა“ ტელევიზიის შიგნით და გარეთ არსებულ დაძაბულ სიტუაციაზე სტატიას აქვეყნებს, სადაც ტრიბუნას ირაკლი კაკაბაძეს უთმობენ, ეს უკანასკნელი კი უშვერ ეპითეტებსა და რეპლიკებს არ იშურებს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ თანამშრომლების მიმართ.
სტატიაში ეკა კვესიტაძის კომენტარიც არის მოყვანილი, რომელიც მიხეილ სააკაშვილზე საუბრობს: „არანაირი პატივისცემა არა მაქვს ხელისუფლებისა. მე მაქვს წმინდა ჟურნალისტური ინსტინქტი და ჩინოვნიკებს ვუყურებ, როგორც ანგარიშვალდებულს ჩემ წინაშე.
ბრძოლის რეჟიმში ვიყავი ყველა ხელისუფლებასთან. წინა ხელისუფლების ყველაზე დიდ შეცდომად, სხვა შეცდომებთან ერთად, თავისუფალ მედიაზე ზეწოლა და "ნაციონალური" არხების პროპაგანდისტულ იარაღად გადაქცევა იყო. ადრეც ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ -ის მახეებს აგებს, თვად დაიჯერა ამ რეალობის და თვითონვე აღმოჩნდა ამ ილუზორული რეალობის მსხვერპლი“, - აცხადებს კვესიტაძე.
მასალის გამოყენების პირობები






