"ცხრა თვის ორსული მეორე სართულიდან გადმოვვარდი... გზაში მხოლოდ ჩემი შვილის გადარჩენას ვთხოვდი უფალს"
სოც.მედია - 13:21, 05 Mar, 2019     8196

სოციალურ ქსელში მანანა ხორბალაძე დაუჯერებელი ისტორიას წერს.

,,თითქმის ცხრა თვის ორსული ბებიის სახლის მეორე სართულიდან გადმოვვარდი. ჰაერში დავიკივლე, რასაც ჩემი მეუღლის განწირული ყვირილიც შეუერთდა. სასწრაფოდ გამაქანეს სამშობიარო სახლში. გზაში მხოლოდ ჩემი შვილის გადარჩენას ვთხოვდი უფალს. საოპერაციოში ექიმის ნათქვამმა შემძრა – ბავშვი ცოცხალი აღარ არის, დედა გადავარჩინოთო.

ტკივილმა და მწუხარებამ ერთდროულად დაისადგურა ჩემს სულში. შემდეგ ჩამოწვა წყვდიადი, მივრბოდი ბნელ გვირაბში, რომელსაც დასასრული არ უჩანდა. უეცრად ჩამესმა ხმა: ,,მანანა, გაიღვიძე, იცი, რომ ბიჭი გყავს, დიდი და ლამაზი ბიჭი, ძლივს გადაგარჩინეთ ორივე”.

მიჭირდა ანესთეზიის შემდეგ გონს მოსვლა, მაგრამ ამ სიტყვებმა გამომაფხიზლა ,გავიფიქრე, ღმერთო, ნუთუ ჩემი შვილი გადარჩა. ექიმმა ბავშვი მომიყვანა, ჩემი პირველი პირმშო. ენით გამოუთქმელმა გრძნობამ დამიარა. ეს დედობა იყო. დედობა, რომელიც ამქვეყნად ყველაზე საამაყო და საპატიო მოვალეობაა ქალისთვის.

ჩემო სიცოცხლე, მას შემდეგ 41 წელი გავიდა, მე კი დღესაც ამაყი ვარ, რადგან შენ ჩემი შვილი ხარ. გილოცავ დაბადების დღეს, იხარე ჩვენი ცხონებისთვის შობილ ქრისტეში, შენს ლამაზ ოჯახთან ერთად" - წერს სოციალურ ქსელში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42