ვერძი: თუ დღეს თქვენს განაწყენებას მეგობრის ან კოლეგის ქცევა გმოიწვევს, აუცილებლად უთხარით მათ ამის შესახებ. შესაძლო თქვენს გარშემო ხდება ისეთი რამ, რასაც თქვენ ვერ ამჩნევთ. შესაძლოა ეს ყველაფერი თქვენთან არაფერ კავშირშია, მაგრამ მთავარია ყველას გააგებინოთ, რომ რაღაც უჩვეულო შეამჩნიეთ.
კურო: საკუთარი ემოციების დაფარვას ნუ ცდილობთ. გარშემო მყოფებს აჩვენეთ თქვენი რეალური, ბრძოლისუნარიანი მხარე. რომელსაც შესწევს დასახული მიზნების შესრულების ძალა. შესაძლოა ადამიანები არ არიან მიჩვეულნი თქვენგან მსგავს ქმედებებს, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ეს ყველაფერი თქვენზე დადებითად იმოქმედებს, საზოგადოების აზრს კი ძალიან დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევთ.
ტყუპები: თქვენ საყვარელი ადამიანისთვის შეუდარებელი და ორიგინალური საჩუქრის შეძენა გსურთ, მაგრამ თქვენი ფანტაზია საუკეთესო არჩევანის გაკეთების საშალებას არ გაძლევთ. იმის მაგივრად რომ ნეგატიურმა ხასიათმა თქვენი დღე წარუმატებლად განავითაროს, ეცადეთ საერთო მეგობრებთან კონსულტაციას და ერთობლივად შეარჩიეთ საჩუქარი.
კირჩხიბი: არ დაკარგოთ თვითკონტროლი იმ გამაღიზიანებელი სიახლეებისათვის, რომლის მოსმენაც აუცილებლად მოგიწევთ. დღეს შესაძლოა ახალი ამბის მხოლოდ ნაწილი გახდეს თქვენთვის ცნობილი, ამიტომ უკეთესი იქნება თუ დანარჩენ სიახლეებსაც დაელოდებითდ და ცივ გონებაზე არ იმოქმედებთ. ასეთ შემთხვევაში მიღებულ გადაწყვეტილებებს სამომავლოდ აუცილებლად ინანებთ.
ლომი: თქვენ ნამდვილად შეგწევთ ძალა, პოზიტიური განწყობა შეუქმნათ თქვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს. ასე განაგრძეთ და გახსოვდეთ, რომ თქვენი ხასიათის გამო ხალხი ძალიან გაფასებთ. ხოლო თქვენი მეგობრები უბრალოდ გაღმერთებენ, ამიტომ ეცადეთ მათი იმედები არ გააცრუოთ და ნეგატიურ განწყობას არასდროს მისცეთ საშუალება ზემოთ აღნიშნული სტერეოტიპები დაამსხვრიონ.
ქალწული: იყო კარგი მეგობარი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იმ ადამიანის მაგივრადაც უნდა იაზროვნოთ. ასეთ შემთხვევაში შესაძლოა თავად აღმოჩნდეთ ცუდ სიტუაციაში, რადგან ხშირად რთულია მიხვდეთ, ამ ადამიანს ასეთი სიტუაცია მოსწონს თუ არა. კარგი იქნება თუ ამ ყოველივეს თქვენ მეგობრებთანაც გაარკვევთ და გაუგებარ სიტუაციებს თავს აარიდებთ. თქვენთვის თქვენი მეგობრები ნამდვილად ბევრს ნიშნავს, ამიტომ მათთან რაიმე გაურკვევლობას მაქსიმალურად უნდა მოერიდოთ.
სასწორი: დღეს ნეგატიური განწყობის საფუძველზე შესაძლოა მრავალი პრობლემის წინაშე აღმოჩნდეთ. სჯობს უარი თქვათ გარშემომყოფებთან აქტიურ ურთიერთობაზე. ეცადეთ არ გახდეთ რაიმე კამათის მიზეზი და რაც შეიძლება მშვიდად ჩაამთავრეთ დღევანდელი დღე.
მორიელი: დღეს ამაღლებულ განწყობაზე იქნებით, რაც თქვენთვის დღის დადებითად განვითარებას განაპირობებს. ეცადეთ ამის საფუძველზე ისეთი დეტალები არ გამოგრჩეთ თვალთახედვის არედან, რომლებიც სამომავლოდ თქვენს საქმიანობას შეუშლის ხელს.
მშვილდოსანი: თქვენი რომანტიკული განწყობა, საშუალებას მოგცემთ სრულიად უცხო ადამიანებთანაც კი ააწყოთ ურთიერთობა. შეძლებთ საკუთარი თავის ხელში აყვანას და მაქსიმალურად დამორჩილებას. არ შეგეშინდეთ სიახლეების, თქვენ დღეს წარმატებული დღე გელით.
თხის რქა: დღეს გაორებულად იგრძნობთ თავს, რაც თქვენი ზოდიაქოს ნიშნისთვის დამახასიათებელია. მთავარია როგორ შეძლებთ საკუთარი თავის კონტროლს და სწორედ ამ მახასიათებლის მიხედვით წარიმართბა დღევანდელი დღე.
მერწყული: ეცადეთ საკუთარ თავს მობილიზება გაუკეთოთ. დეტალებსა და წვრილმანებზე არ ინერვიულოთ და არც დიდი ყურადღება დაუთმოთ მათ. მთავარია დაკისრებული მოვალეობები ხარისხიანად შეასრულოთ და დღე წარმატებით განვითარდება თქვენთვის.
თევზები: მართალია მიზანში სროლა გიყვართ, მაგრამ დღეს იმედი გაგიცრუვდებათ. დასახული მიზნის შესრულების შემდეგ მიღებულმა შედეგმა შესაძლოა იმედი გაგიცრუოთ, ამიტომ აუცილებლად გამონახეთ დრო და რჩევისთვის მეგობრებს მიაკითხეთ.
მასალის გამოყენების პირობები






