21 წლის ქართველი გოგონა სალომე წიქვაძეა იმ ინოვაციური ქართული სამაგიდო თამაშის შემქმნელი, რომელმაც დიდი გამოხმაურება ჰპოვა მედია სივრცესა და საზოგადოებაში.
"ჩუ" არის ჟესტური ენის პოპულარიზაციის მიზნით შექმნილი სოციალური საწარმო, რომელიც სამაგიდო თამაშების მეშვეობით ცდილობს საზოგადოებაში თანაბარი შესაძლებლობების გაჩენას.
"ჩუს" პროდუქციის თამაშის პროცესში მოთამაშეები სწავლობენ სიტყვებს ჟესტურ ენაზე, რაც ხელს უწყობს სოციალიზაციის პროცესს.
სოციალური საწარმოს მისიაა სმენის შეზღუდვის მქონე პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა ჟესტური ენის პოპულარიზაციის გზით.
ჩუ არის ქართული სამაგიდო თამაში, თუმცა მისი თამაში არა მხოლოდ მაგიდასთან არამედ ყველგან: ბუნებაში, სახლში, პიკნიკზე, მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან ნებისმიერი ასაკისა და შესაძლებლობების მქონე პირებთან შეიძლება.
ჩუ აერთიანებს ადამიანებს, ჩუქნის მათ პოზიტივს, ააქტიურებს გონებრივ შესაძლებლობებს და რაც მთავარია, ჩუ შესაძლებლობას გვაძლევს ვისწავლოთ ჟესტური ენა და გავიმარტივოთ კომუნიკაცია სმენის არმქონე ადამიანებთან, შევიტანოთ მათ სამყაროში პოზიტივი, მხარდაჭერა, სითბო და ჩვენი ჟესტური ხმა.
,,ჩუ" აგებულია ყველასათვის საყვარელი ძველი თამაშების პრინციპებით, ხელს უწყობს ჟესტური ენის მარტივად და სახალისოდ შესწავლას, ასევე მეხსიერების განვითარებას.

მასალის გამოყენების პირობები






