დვანში განახლებული ე.წ. საზღვრის განსაახლებელი სამუშაოები რუსმა ოკუპანტებმა გუშინ, საღამოს 6 საათზე შეაჩერეს, თუმცა, ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ მათ სამუშაოები დილიდან განაახლონ.
დვანსა და დიცში სადემარკაციო ზოლის განახლების პროცესში, საერთო ჯამში, რუსმა ოკუპანტებმა ადგილობრივი ქართველი მოსახლეობის კუთვნილი 10 ჰა ფართობი მიითვისეს, მავთულხლართებს მიღმა მოექცა საცხოვრებელი სახლები, ხეხილი და სასაფლაოს ნაწილი. ადგილობრივები ამბობენ, რომ რუსმა ოკუპანტებმა მოსახლეობას მსხმოიარე ხეხილის დასაკრეფად ორი დღის ვადა მისცეს, შემდეგ კი ტერიტორიაზე შესვლას აუკრძალავენ.
საპარლამენტო უმრავლესობის ცალკეული წევრები მიიჩნევენ, რომ დიცსა და დვანში მიმდინარე მოვლენები დადებითად არ აისახება საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე და მოითხოვენ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა საგანგებო განცხადებები გააკეთონ, ხოლო საპარლამენტო უმცირესობა აცხადებს, რომ მიმდინარე მოვლენებში დამნაშავე ხელისუფლებაა და რომ რუსი ოკუპანტების გააქტიურება ე.წ. საზღვართან მიმართებაში არასწორი საგარეო პოლიტიკისა და ოკუპანტი ქვეყნის მიმართ გაუგებარი ლოიალობის შედეგია.
შენიშვნა: "ნეტგაზეთის" ფოტო.
მასალის გამოყენების პირობები






